სოლვეს სახელობის სახლი მდებარეობს 4კმ_ზე უფრო ზუსტად კი 4003 მეტრზე ალპებში კერძოდ კი, მატერხორის მთის ნაპირზე.არც თუ ისე, დიდი ზომის სახლში, რომელსაც მთის წვერამდე 475 მეტრი აშორებს 10 ადამიანი ეტევა.
ქოხი აშენებულია 1915 წელს ექსტრემალური სიტუაციებისთვის, თუმცა ბევრი ალპინისტი იქ უბრალოდ დასასვენებლად ადის, ულამაზესი ხედებით ტკბება ან ინტერესის გამო ათვალიერებს სახლს.
მატერხორზე ყველაზე მაღალი თავშესაფარის მშენებლობა ერნესტ სოლვემ(1838-1922)დააფინანსა.ამ ადამიანს ეკუთვნის ნატრიუმის მარილიდან სოდის წარმოების იდეა.
თავისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი ბელგიელმა ქიმიკოსმა - ტექნოლოგმა მეცნიერებას მიუძღვნა, ხოლო ალპინიზმით პენსიაზე გასვლის შემდეგ დაინტერესდა.
გიდების ალუა სუპერსაკსოს(ქალაქი სას-ფი) და მარტინა შლოხერის (ქალაქი პონტრასინი) თანხლებით იგი ხშირად მიდიოდა ალპებში სხვადასხვა მთების "დასაპყრობად". ცნობილი ქოხი ერნესტ სოლვემ აქ გატარებული დაუვიწყარი საათებისადმი პატივისცემის ნიშნად ააგო.ასევე მან გაიაზრა, რომ უეცარი წვიმების დროს საკმაოდ კარგი თავშესაფარი იქნებოდა მთასვლელებისთვის. საჭირო მასალა მთლიანად ცხოველების დახმარებით მიიტანეს 3260_მეტრამდე.შემდეგ დროებითი საბაგირე გზით სარგებლობდნენ.
გამოგყვება,ალბათ!