x
image
cxvedo
კარტოფილის "ატმები"
ინგრედიენტები:

● კარტოფილი - 10 ცალი

● კვერცხი - 1 ცალი
● კვერცხის ცილა - 1 ცალი

● ფარშირებული ხორცი - 200 გ.
● ხახვი - 1 ცალი
● ფქვილი - 6 სუფრის კოვზი
● ყველი - 100 გ.
● სანელებლები (ქურქუმა, წიწაკა, მარილი, შავი პილპილ) - გემოვნებით
● უხეშად დაფქვილი სუხარი - გემოვნებით


● სალათის ფოთლები - გასაფორმებლად


Картофельные "персики"


მომზადება:

ფარშირებულ ხორცს დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი და შევწვათ პატარა ბურთულებად. ამასობაში კარგად მოვხარშოთ კარტოფილი, გავფცქვნათ, გავხეხოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ავურიოთ სანელებლები და ამის შემდეგ კარტოფილის მასა პირობითად გავყოთ ორ ნაწილად. თანაბრად დავუმატოთ ორივეს ათქვეფილი კვერცხი და გახეხილი ყველი. ერთი ნაწილი შევაზავოთ ქურქუმათი, ხოლო მეორე ნაწილი კი - წიწაკით. დავუმატოთ ფქვილი (შესაძლებელია 6 კოვზზე ცოტა მეტი, რათა უკეთ შეიკრას და ზომაში მოიმატოს ბურთუებმა) და გავაკეთოთ ატმის ნახევარი მხარე ყვითელი მასით, მეორე ნახევარი - წითელი მასით. მათ შუაში მოვაქციოთ უკვე შემწვარი ფარშირებული ხორცის ბურთულები და შევაერთოთ ერთმანეთთან. ატამს ზემოდან მოვაყაროთ უხეშად დაფქვილი სუხარი და სასურველი იქნება ზემოდან კვერცხის ცილასაც თუ გადაუსვამთ. ამის შემდეგ მიღებული ატმები შევდგათ აირღუმელში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 10-15 წუთის მანძილზე და...


გემრიელად მიირთვით











0
157
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0