კულტურა ყველაზე ძვირადღირებული სამაჯური მსოფლიოში, სულ რაღაც 40 მილიონ ევროდ 2014, 29 მარტი, 1:20 ყოველდღიურობა რაღაც სხვაა: ბრიტანელმა იუველირმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სამაჯური დაამზადა, რომელიც ფერადი ალმასებითაა შექმნილი და მისი ღირებულება 40 მილოონი ევროა. სამკაული გაწყობილია იშვიათი ფერის ალმასებით. სამაჯური წარმოდგენილი გახლდათ "internationalen Uhrenmesse Baselworld"-ზე. მწარმოებელი ირწმუნება, რომ სამაჯური ყველაზე ძვირადღირებულია მათ შორის რაც დღემდე წარმოებულა. დამამზადებელმა Laurence Graff-მა სამკაულს "Halluzination" უწოდა. მას ასეთი ფუფუნების საგნის დამზადება წლების წინ მოუვიდა აზრად და სამკაულის დიზაინის შექმნა გამოცდილ დიზაინერთა ჯგუფს მიანდო. Graff-მა იქირავა ექსპერტთა დიდი ჯგუფი, რათა სამკაულში ყალბი და უხარისხო ქვა არ მომხვდარიყო. "წლების მანძილზე ვოცნებობდი შემექმნა ეს"–განაცხადა Graff-მა. 78 3-ს მოსწონს 1-ს არა
|