x
პელე: "მოხარული ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ხილვით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი გახდება ბრაზილია"
2014





ლეგენდარული ფეხბურთელი რამდენიმე დღით ჩასული იყო რუსეთში, სადაც მოინახულა საფეხბურთო კლუბი "კრასნოდარი". მოგეხსენებათ
2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. პელე, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლას გეგმავს და აქტიურად უგულშემატკივრებს ბრაზილიის ნაკრებს.


-ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?


"ბრაზილია(იცინის). ამჟამად, ორი ძლიერი ნაკრებია პლანეტაზე,


ესპანეთი და გერმანია, მაგრამ ასევე არის იტალია, ინგლისი, არგენტინა, რომლებსაც საკმაოდ კარგი შანსები აქვთ. ასე რომ საინტერესო და არაპროგნოზირებადი იქნება".


-ვინ არის თქვენი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?


"ვფიქრობ, ამ მომენტში არის ლეონელ მესი, მაგრამ ასევე არის

კრიშტიანუ რონალდუ. მე მინდა ვუსურვო თქვენს ნაკრებს

წარმატებები".


აქვე იმასაც გეტყვით, რომ რონალდუ და პელე "ემირეითის" რეკლამაში გადაიღეს.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0