1) როდესაც გაკვეთილზე ვიცინით მასწავლებლები:
- წლის ბოლოს მე გავიცინებ
2) - რვეული სახლში დამრჩა შემდეგში განახებთ დავალებას:
- თავი რატო არ დაგრჩა?
3) - ქალი არ ვიყო თუ თქვენ ნიშანი გაღირსოთ ზოგზოგიერთებს.
4) - 20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი და მსგავსი კლასი არ მყოლია!
5) - მშობლის გარეშე გაკვეთილზე არ დაგიშვებ.
6) - ვარ ნიშნავს მზად ვარ გაკვეთილებისთვის.
7) - ეს წელიც გაგიძლებთ და შემდეგ წელში დავტოვებ კლასს
8) - ზარი ჩემთვის ირეკება და არა თქვენთვის!
9) - გოგონები ბიჭებზე უარესები ხართ!
10) - სხვამ თუ გაიგო დავალება შენ როგორ ვერ გაიგე?
11) - გავიცინეთ და გვეყოფა, ნუ გადაბჟირდებით!
12) - ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს კლასში!
13) - ვიღაცის ჩურჩული მესმის! (ამ დროს მთელი კლასი ყირაზე გადადის)
14) - რახან უკან მივტრიალდი ანუ კლასიდან გავედი?
15) - ამოიკემსეთ დახეული ჯინსები! (ქართულის მასწმა იცის)
16) - მოტრიალდი!მერე იტყვის ვერ გავიგეო!
17) - მე არ ვიყო ქალი შენ თუ არ გარბენინო ზაფხულში აქ!