კერძები ხორცისაგან წიწაკაში მომზადებული ცხარე და უგემრიელესი კერძი 2014, 26 მარტი, 23:55 ინგრედიენტები:
● კვლიავი - 2 ჩაის კოვზი
● დარიჩინი - 2 ჩაის კოვზი
● საქონლის ხორცი (ფარშირებული) - 450 გ.
● ცხვრის ხორცი (ფარშირებული) - 450 გ. ● ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი ● ხახვი - 2 თავი ● ნიორი - 3 კბილი ● მარილი და დაფქული წიწაკა - გემოვნებით ● პამიდორი - 2 ცალი (დაახლოებით 400 გ.) ● ტომატპასტა - 1 სუფრის კოვზი ● ქიშმიში - 1/3 ჩაის ჭიქა ● წითელი პილპილი - 1/2 ჩაის კოვზი ● ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა ● პარმეზანის ყველი - 2 სუფრის კოვზი ● ფიჭვის თესლი - 1/2 ჩაის ჭიქა ● ქინძი - 2 სუფრის კოვზი ● წიწაკა (მოზრდილი) - 6 ცალი ● მოცარელა ან იოგურტი - 1/2 ჩაის ჭიქა ![]() მომზადება: ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი მარილთან, წიწაკასთან, კვლიავთან, დარიჩინთან და ნიორთან ერთად დაახლოებით 5 წუთის მანძილზე. საშუალო ცეცხე მოვშუშოთ ორივე სახის ფარშირებული ხორცი 8 წუთის განმავლობაში (სანამ მოყავისფრო არ გახდება). დავუმატოთ შემდეგ გატარებული პამიდორი, ტომატპასტა, ქიშმიში, წითელი პილპილი და თავსახურის გარეშე გავაჩეროთ საშუალო ცეცხლზე 1.25 საათის მანძილზე. ამის შემდეგ ავურიოთ მოხარშული ბრინჯი, პარმეზანის ყველი, ფიჭვის კაკალი, ქინძი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. წიწაკა გავჭრათ შუაზე და ამოვარიდოთ თესლები. მიღებული მასა მოვათავსოთ წიწაკის "კანოეებში", შევფუთოთ ფოლგის ქაღალდში და გავაჩეროთ ღუმელში 20 წუთით. ამის შემდეგ მოვაცალოთ ფოლგის ქაღალდი და კვლავ გავაჩეროთ 20 წუთით. შემდეგ მოვრთოთ გახეხილი ყველით, მოვაყაროთ ქინძი (შეგიძლიათ მოხალული მიწისთხილითაც გააფორმოთ) და მოვასხათ იოგურტი. ![]() გემრიელად მიირთვით 97 7-ს მოსწონს |
ქართლურად და ზემორაჭულად ზირა, მოხევურად და მთიულურად მკვლიავი, ფშავურად და ხევსურულად კვლია, სვანურად გიცრულ და სულხან-საბა–ორბელიანს საერთოდაც განმარტებით ზირაკი უწერია.