x
image
პერსეპოლისი
ბუნებრივი სილამაზის მქონე ცნობილი ქალები.
დღესდღეობით, პლასტიკური ქირურგიის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივი სილამაზის მქონე ადამიანების რაოდენობამ იკლო. ამ ყველაფერთან ერთად, გაჩნდა შეხედულებები, რომ ყველა ლამაზ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამ სტატიაში გთავაზობთ 10 ქალბატონს, რომლებსაც არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული და ისინი მაკიაჟის და ზედმეტი ქირურგიული ჩარევების გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან.


10. ბიონსე – მომღერალი იმ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან გაღვიძებაც მამაკაცების ოცნებაა. ის მაკიაჟის გარეშეც ისეთივე ლამაზი და მომხიბვლელია, როგორც მაკიაჟით.

image




9. ერიკა ბადუ – მომღერალი „ჟივენშის“ ახალი სახეა. იგი გამოირჩევა უმაკიაჟო ფოტოსესიებით, რაც უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ბუნებრივ სილამაზეს.


image



8. შარლიზ ტერონი – მსახიობის ბუნებრივობაში ეჭვი აღარავის
ეპარება. ის უმაკიაჟოდ არაერთ პაპარაცს ჰყავს ქუჩაში გადაღებული.

image




7. ჰოლი ბერი – მსახიობი მსოფლიოს სექსუალური ქალების ერთ–ერთი წარმომადგენელია. მისი ასაკის (47 წელი) მიუხედავად, ის დღემდე პოზიორობს ფოტოსესიებზე და მისი ტანი უნაკლოა, ოპერაციების გარეშეც.

image




6. სკარლეტ იოჰანსონი – მსახიობი სკანდალებით გამოირჩევა, რომელიც საკუთარი შიშველი სხეულის ფირზე აღბეჭდვას უკავშირდება. ის დღეისთვის უამრავი ბრენდის სახეა და წარმატებით ართმევს თავს ფოტო–მოდელობასაც.

image




5. ჯესიკა სიმფსონი – პოპის მომღერლის ბუნებრივი სილამაზის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ის უმაკიაჟოდ გადაიღეს ერთ–ერთ ფოტოსესიაში.

image




4. ევა ლონგორია – მსახიობი იმ ქალების კატეგორიას ნამდვილად
არ მიეკუთვნება, რომლებიც უდავოდ ითვლებიან სილამაზის ეტალონებად, თუმცა ფაქტია, რომ მას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.

image




3. რიანა – მომღერალი არის როგორც ყველაზე გლამურული ქალების
სიის სათავეში, ასევე დასახელებულია ყველაზე ბუნებრივ, სექსუალურ ქალად 2011 წელს.

image



2. ჯესიკა ბიელი – მსახიობმა ბუნებრივი, სექსუალური ქალის ტიტული 2005 წელს მიიღო, რის შემდეგაც არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.

image





1. ჰეიდი კლუმი – სუპერმოდელი 39 წლის ასაკში, სრულიად
შიშველი პოზირებდა ჟურნალ „ალბურისთვის“. მან არაჩვეულებრივად შეინარჩუნა ფორმა 4 შვილის შემდეგაც.

image


0
651
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0