ჩიკაგოს მეტროში, ოჰარას სადგურზე, ხალხით სავსე ვაგონი რელსებიდან გადავიდა და პლატფორმას შეეჯახა, რის
შემდეგაც ესკალატორზე ავარდა. ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. 19 მათგანს გადაუდებელი სასწრაფო დახმარება დასჭირდა. დანარჩენებს მსუბუქი ტრამვები აქვთ მიღებული. საბედნიეროდ
არავინ გარდაცვლილა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.