x
image
t.x.
ტრაგედია "ჰარი პოტერის" ბოლო სერიის გადაღებისას, რომელმაც ახალგაზრდა კაცი ეტლს მიაჯაჭვა

imageჰარი პოტერის ბოლო სერიის მფრინავი სცენის გადაღებისას საშინელი აფეთქება მოხდა, რომელმაც ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიაჯაჭვა ახალგაზრდა კაცი. დევიდ ჰოლმსი მაშინ 25 წლის იყო. დევიდი ჰარის, ანუ იგივე დევიდ რედკლიფის დუბლიორი იყო. ის მფრინავი სცენის რეპეტიციას გადიოდა. ფილმში აფეთქებაც წინასწარ იყო გათვალისწინებული. ყოფილი კონკურენტუნარიანი ტანმოვარჯიშე აფეთქების შემდეგ გონზე დარჩა, მაგრამ განაცხადა: –"ფეხებს ვეღარ ვგრძნობ". დევიდი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ მან კისერი მოიტეხა და სამუდამოდ ინვალიდად დარჩენა უწერია. შემთხვევა 2009 წელს მოხდა. დეივი ახლა 30 წლისაა. მან თქვა, რომ ვარჯიშისას კედელს დაეჯახა და ძირს, ხალიჩის კუთხეზე დაეცა. imageის იხსენებს, მწვრთნელი როგორ ეცა ხელში და უთრა, რომ თითები მოეხარა. მან ხელები გაატოკა, თუმცა თითები ვერ მოხარა. "ეს რა თქმა უნდა, ტრაგედია იყო, მაგრამ გადავწყვიტე მეჯობნა მისთვის". ტრაგედიამ ყველა ძალიან შეაწუხა. საავადმყოფოშიც მთელი კოლექტივი გაჰყვა. ბატონი ჰოლმსი ლი-ონ-სი-დან არის. მიუხედავად ამ საშინელი ავარიისა, დევიდმა კიდევ მიიღო მონაწილეობა დუბლიორად სხვა ფილმშიც, სადაც მოდიფიცირებული ავტომობილით 150 კმ/სთ სიჩქარით რბოლისას გადაიღეს.

დეივი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის აგრეთვე არის ნაციონალური საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენელი, აგროვებს დახმარებებს ზურგის ტრავმებისთვის, რომლებიც ავარიის შემდეგ ხვდებიან საავადმყოფოში. image

1
215
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
215
  
2014, 26 მარტი, 12:28
ჰარი პოტერი
0 1 1