x
image
მე-ლანქოლიკი
ავაშენოთ კიდევ ერთი ეკლესია?
რომელიღაც სატელევიზიო არხზე რეკლამა მომესმა, შემოწირულობას ითხოვდნენ რომელიღაც ახალი ეკლესიის ასაშენებლად. ასეთი სლოგანი იყო " ერთად ავაშენოთ ტაძარი", თუ რაღაც მსგავსი, ზუსტად არ მახსოვს. თითო ზარის ღირებულება 1 ლარი.


უცბად დავინტერესდი: ნეტა რამდენი 1 ლარი ირიცხება? ან რამდენი ეკლესია შენდება საქართველოში?


ტაძრები კარგია, მაგრამ გამახსენდნენ ადამიანები, რომლებიც ტაძრებთან მოწყალებას ითხოვენ, ქუჩაში გამოსული გაღატაკებული ხალხი გამახსენდა. ნეტა რა ჯობია ბევრი ეკლესიის აშენება, თუ იმ ადამიანებისათვის დახმარების გაწევა?


ვიცი ბევრი მკითხველი გამინაწყენდება, რაც უფრო მეტი ეკლესია იქნება უკეთესიაო, ან მსგავს საკითხს საერთოდ რატომ ეხებიო. მაგრამ რა ვქნა ძალიან დამაინტერესა თქვენმა აზრმა.



1 ”ლარები” მოხმარდება ეკლესიის აშენებას, ხოლო ყოველი ნაყიდი ნატახტარის ლიმონათიდან 1, 2 და 3 თეთრი გადაირიცხება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად ილია II-ის ფონდში. ნეტავ რამდენი გროვდება ამ 1, 2 და 3 თეთრებით?


იმედი კარგი რამეა, ტაძარი იძლევა იმედს, მაგრამ რამდენი ხანი ჰყოფნით ადამიანებს იმედი, შესაძლებელია დაუსრულებლადაც.

ან ნეტავ თუ გამოსწორდებოდა მდგომარეობა ის შეგროვილი ლარები ტაძრის მაგივრად, იმედის ნაცვლად რეალურად რომ დახმარებოდა ადამიანებს.


ან იქნებ ღვთის სახლის მიერ ნაჩუქარი იმედი სრულიადაც საკმარისია იმ ხალხისთვის, რომელიც მოწყალების სათხოვნელად ტაძრებთან დგას.

1
48
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
48
  
2014, 26 მარტი, 0:45
დღეს ყველას აქვს ხელი გამოწვდილი "სათხოვნელად" ვისაც მუშაობა ეზარება, ასე რომ ესეც დიდი თემაა, ამის გამო ვეღარ გვესმის ვის მართლა უჭირს და ვის არა. სტატიის თემას და ტაძრის მშენებლობის საკითხს რაც შეეხება, ბევრ უსამართლობას გადავეყრებით და ჩემი აზრია მათი განკითხვისგან თავი შორს დავიჭიროთ, ჩვენ ნაკლებად დაგვაკითხებენ რა უკეთესია და რა არა, ყველას თავისი მოეკითხებათ ადრე თუ გვიან.
0 1 1