სხვა მსოფლიოს 10 ყველაზე იდუმალებით მოსილი ავიაკატასტროფა 2014, 25 მარტი, 17:10 მალაიზიის "ბოინგის "გაუჩინარების გამო ეს თემა აქტუალური გახდა, მოდით გადავხედოთ ავიაციის ისტორიაში 10 ყველაზე იდუმალებით მოსილ ავიაკატასტროფას.
1-ამელია ერჰარტი-1937წ.-ამერიკელი ჟურნალისტი, პილოტი, ფემინისტი.გაქრა წყნარი ოკეანის თავზე შტურმან ფრედ ნუნანთან ერთად.ვარაუდობენ რომ თვითმფრინავ Lockheed-ს, რომლითაც ამელია მიფრინავდა, გაუთავდა საწვავი და ოკეანეში ჩავარდა.თუმცა მის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.
2-გლენ მილერი-1944წ.-ლეგენდარული ამერიკელი ჯაზმენი გაქრა, როდესაც ლონდონიდან პარიზში მიფრინავდა.მას მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეესრულებინა კონცერტისთვის, რომელიც ფაშისტებისგან განთავისუფლებულ პარიზში უნდა ჩაეტარებინა.ერთძრავიანი თვითმფრინავი Noorduyn UC-64 ვერ იპოვეს.ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოკავშირეებმა შეცდომით ჩამოაგდეს.
3-Flight 19-1945წ.-5 ამერიკული ბომბდამშენი Grumman TBF Avenger-ი უკვალოდ გაქრა ბერმუდის სამკუთხედის რაიონში.ეს იყო დასაწყისი იმ მისტიური და ანომალიური ჯაჭვი მოვლენებისა, რომელიც ბერმუდის სამკუთხედს შემდგომ თან ახლდა.სხვათა შორის გაქრა ის თვითმფრინავიც, რომელიც მათ საძებნად გაუშვეს.
4-Star Dust-1947წ.-სატრანსპორტო თვითმფრინავი Avro Lancastrian უკვალოდ გაქრა, როდესაც ბუენოს-აირესიდან სანტიაგოში მიფრინავდა.გაქრობის წინ პილოტმა უცნაური ცნობა გადმოსცა, რომელიც ვერ გაშიფრეს. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1998 წელს თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს ალპინისტებმა ტუპუნგატოს მთებში(არგენტინა).როგორც ჩანს, თვითმფრინავი მთელი სისწრაფით შეასკდა მთას. 5-Flying Tiger Line-რეისი № 739-1962წ.-თვითმფრინავი Lockheed Super Constellation-ი 107 მგზავრთან ერთად მიფრინავდა ფილიპინებში ვიეტნამიდან, თუმცა უკვალოდ გაქრა, მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. 6-ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი-1944წ.ფრანგი მწერალი, პოეტი და მფრინავი, "პატარა უფლისწული"-ის ავტორი.დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში.თვითმფრინავის Lockheed P-38-ის ნამსხვრევები მხოლოდ 2000 წელს იქნა აღმოჩენილი. 7-"ბოინგი"-727-223» № 844AA-2003 წ.-თვითმფრინავი აფრინდა ლუანდის აეროპორტიდან (ანგოლა)თანხმობის გარეშე და მის შემდეგ უკვალოდ გაქრა.ცსს-ს და გფბ-ს ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ თვითმფრინავი გაიტაცა ბორტიჟინერმა ბენ ჩარლზ პადილამ, თუმცა სად გაიტაცა და რატომ დღემდე უცნობია. 8-სტივ ფოსეტი-2007წ.-ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მოგზაური დაიკარგა ნევადის უდაბნოში, ერთძრავიან თვითმფრინავთან ერთად. ძებნაში ჩაერთნენ ინტერნეტ-მომხმარებლები თანამგზავრის მეშვეობით, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ფოსეტის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს ტურისტებმა 1 წლის შემდეგ, მინარეთსის მთებში. 9-Air France Flight 447-2009წ.-ატლანტიკის ოკეანის თავზე დაიკარგა აირბუსი А330, რომელიც რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიფრინავდა.228 ადამიანი დაიღუპა.თვითმფრინავის ნამსხვრევები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იპოვეს. 10-ბოინგი 777-200-2014წ.-ლაინერი მალაიზიიდან-კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ყოფნის დროს გაქრა, ბორტზე 239 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებიდა, მრავალი ჰიპოტეზის მიუხედავად ჯერ-ჯერობით ლაინერის ნამსხვრევებს ვერ მიაკვლიეს. 133 4-ს მოსწონს
|