x
image
natia.a
ფოტოები, რომლებიც გამოჯანმრთელებაში ეხმარებათ...
ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა, ბობ კერიმ პირველად თავისი უჩვეულო და სახალისო ფოტოები გადაიღო მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, ლინდას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ფოტოგრაფის სიტყვებით, ამ პროექტით სურდა ცოლს დახმარებოდ

მძიმე წუთების გადატანაში: "როცა ლინდა სამკურნალოდ წავა, თან წაიღებს ტელეფონში ჩატვირთულ ამ ფოტოებს, დაათვალიერებს მათ სხვა ქალებთან ერთად და ბევრს იცინებენ."


მოდით, ჩვენც დავათვალიეროთ ეს კეთილი, შეიძლება სულელური, მაგრამ ნამდვილად საჭირო ფოტოები.


imageimage



დადებითმა გამოხმაურებებმა და ცოლის გამოჯანმრთელებამ ბობს გადააწყვეტინა გაეგრძელებინა ფოტოების გადაღება. ეს იდეა, სახელწოდებით Tutu Project, განვითარდა, როგორც ე.წ. "ვირუსული" პროექტი.


imageimage


დღეისათვის აღნიშნული პროექტისადმი მიძღვნილ Facebook-ის გვერდს 78 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.


imageimage


ვარდისფერ საბალეტო კაბაში გამოწყობილი მამაკაცის ფოტოები საკმაოდ პოპულარული გახდა. ბობი მათგან კალენდარსაც აკეთებს, რომლის შეძენაც პროექტის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. გამომუშავებული თანხა კი მთლიანად ირიცხება კერის ფონდში, რომელიც ფოტოგრაფმა "ძუძუს კიბოთი" დაავადებული პაციენტების დასახმარებლად შექმნა.


imageimage


"კიბომ დაგვანახა, რომ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ძნელი, - აცხადებს კერი, - ზოგჯერ ყველაზე კარგი და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ერთი დღით მაინც რომ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, არის ის, რომ ვიცინოთ საკუთარ თავზე და გავაცინოთ სხვებიც."


imageimageimage




1
155
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
155
  
ეჰეჰეიიი რამდენი ვიცინე, მართლა პოზიტიურად მოქმედებს ეგ სურათები
0 1 1