x
image
worldsport.ge
საკალათბურთო ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა

imageმიმდინარე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა, რომელიც 4 აპრილს “რუსთავი”-“მაკაბისა” და “ქუთაისი-2010”-“არმიას” მატჩებით განახლდება.
ორკვირიანი შესვენების მიზეზი 2014 წლის საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გახდა, რომელიც 29 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. ფინალში ერთმანეთს “სოხუმი” და “ქუთაისი-2010” დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს საქართველოს თასი ჯერ არასოდეს მოუგიათ.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0