სისხლის სამართალი საშინელი ტრაგედია მექსიკაში:კონცერტის შემდეგ ნარკობარონებმა 17 მუსიკოსი მოკლეს 2014, 23 მარტი, 22:42 ![]() ბანდიტებმა ეს სისასტიკე ჯერ კიდევ გასული წლის იანვრის თვეში ჩაიდინეს, თუმცა გარემოებები ახლა გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციამ შესძლო და დააპატიმრა კარტელის ლიდერი ხოსე ვილიარეალი. ![]() ჯგუფი Kombo Kolombia- ს მკვლელობა სრული მაფიოზური სცენარით განვითარდა, ყველა "კლასიკური" მეთოდი დაცული იყო.მუსიკოსები მოიწვიეს ბარ La Carreta-ში(შტატი იდალგო), სადაც "ლოს-სეტასის" ბანდის წევრებიც ესწრებოდნენ.2 საათიანი კონცერტის შემდეგ მუსიკოსები სათითაოდ გაიყვანეს და დახოცეს, 8 მათგანი ჭაში ჩააგდეს. როგორც დაკავებულმა ბანდის მეთაურმა აღიარა მათი დახოცვის მიზეზი მეტოქე ნარკომაფიოზების ტერიტორიაზე გამართული კონცერტი გახდა. აღსანიშნავია, რომ "ლოს-სეტასის" ნარკოკარტელი მუსიკოსებს აფინანსებდა და ჯგუფს რეკლამირებასაც უწევდა. 168 4-ს მოსწონს
|