x
image
აბრაგი
სადღესასწაულო სუფრა კოშმარად რომ არ გექცეთ
imageროგორც ექიმები განმარტავენ, ნაბახუსევი განსაკუთრებული არაფერია. მხოლოდ იმისკენ გვიბიძგებს რომ სხვადასხვა ხერხებით ცოტა მაინც შევიმსუბუქოთ ალკოჰოლის მავნე გავლენა. ეს საკითხი სადღესასწაულო დღეებში უფრო აქტიური ხდება. გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას ნაბახუსევთან დაკავშირებით.


სანამ საახალწლო სუფრას მიუსხდებით


იმისათვის, რომ სადღესასწაულო დღეები კოშმარად არ გვექცეს, პირველ რიგში, კარგად უნდა გამოიძინოთ. დალევის დაწყებამდე ცოტა წაიხემსეთ, რათა ალკოჰოლის მოქმედება შეამსუბუქოთ. მშიერ კუჭზე სასმელი უარყოფითად მოქმედებს. გაითვალისწინეთ ალკოჰოლის მიღებამდე კუჭის შიდა გარსი ცხიმის ფენით უნდა დაიფაროს.ამიტომ დალევამდე ეცადეთ, რაიმე ცხიმიანი მიირთავათ, თუნდაც კარაქიანი პური.

განსაკუთრებით ფრთხილად ისინი უნდა იყვნენ, ვისაც დაბალი არტერიული წნევა აწუხებს. პირველ რიგში, ფინჯანი ყავა მიირთვით, რათა წნევამ აიწიოს, თორემ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამაც კი შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.


გაითვალისწინეთ:


# მხოლოდ ერთი სახის სასმელი დალიეთ, არავითარ შემთხვევაში აურიოთ ერთმანეთში მაგარი და შედარებით სუსტი, განსაკუთრებით არაყს მოერიდეთ, ღვინით ნუღარ ჩაანაცვლებთ.


# ყველაზე უწყინარი სასმელებია: არაყი, ჯინი და თეთრი ღვინო. შედარებით სახიფათოა კონიაკი და წითელი ღვინო. თეთრი ღვინო წითელს იმითი სჯობს, რომ არ შეიცავს ტრამიანს, ამინომჟავას, რომელიც თავის ტკივილს იწვევს.


# თუ ალკოჰოლს ხილის წვენს ან წყალს მიაყოლებთ, ნაბახუსევი უფრო იოლ ფორმებში ჩაივლის. ეს გაზიან სასმელებს არ ეხება, რადგან ისინი ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის შეწოვის პროცესს აჩქარებს. გარდა ამისა, გაზიანი სასმელი წყურვილის გრძნობას ნაკლებად კლავს.


# სპირტიანი სასმელი ყოველთვის ნელ-ნელა უნდა დალიოთ. თუ ზომაზე მეტი მოგივიდათ, ყველი და სოკოლადი არავითარ შემთხვევაში არ მიაყოლოთ. ამ პროდუქტებში შემავალი ქიმიურ ნივთიერებები ალკოჰოლთან რეაქციაში შედის და თავის ტკივილს იწვევს.


# ოთახი, სადაც ქიფობთ, აუცილებლად გაანიავეთ, რადგან სიგარეტის ბოლი და დახუთული ჰაერი ნასვამ ადამიანზე ცუდათ მოქმედებს, იწვევს თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, ღებინების შეგრძნებას და დისკომფორტს.

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0