სულგუნის ჩხირები და სალსა სოუსი: მომზადების ზოგადი წესი:
ინგრედიენტები, სალსა: პომიდორი ჩერი 2 - 3 ცალი, ნიორი 1 კბილი, წითელი
ხახვი 1/5 თავი, ლიმონი (ლაიმა) 1/5 (წვენი), ბალზამიკო 2 გრ,
კეჩუპი/ტომატი 1/5 ს/კ, ზეითუნის ზეთი 2-3 ს/კ, ქინძი, მარილი, წიწაკა. ინგრედიენტები, ყველის ჩხირები: სულგუნი 125 გრ, საფანელი 50 გრ, ფქვილი 25 გრ, მცენარეული ზეთი, მარილი.
სალსა: სოუსისთვის განკუთვნილ ბოსტნეულს მზარეულები ჭრიან ძალიან პატარა
ნაწილებად, ურევენ ერთმანეთში, ზედმეტ სითხეს ღვრიან, ამატებენ კეჩუპს,
ლიმნის წვენს, მარილსა და წიწაკას, ბოლოს ზეითუნის ზეთს. ყველიანი
ჩხირების მომზადების წესი: მზარეულები ცალკე ჭურჭელში თქვეფენ კვერცხს,
ანელებენ მარილით. სულგუნს ჭრიან სასურველი ზომის, მოგრძო მართკუთხედ
ნაჭრებად და ავლებენ თანმიმდევრულად: ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხსა
და ბოლოს საფანელში. გამზადებული „ჯოხები“ გადააქვთ ფრის მოსამზადებელ ჭურჭელში და 160 C -ტემპერატურაზე ბრაწავენ დაყავისფერებამდე.