სხვა ისპანახის ღვეზელი 2014, 21 მარტი, 22:27 ისპანახის ღვეზელი ინგრედიენტები 1 კილო ისპანახი 2 თავი ხახვი 3 ცალი კვერცხი 2 ს.კ. ძმარი 1 კონა ქინძი უცხო სუნელი მარილი, პილპილი ალტერნატივად შესაძლებელია მაიონეზის დამატება გულსართში ცომი: 500მლ. მაწონი 100გრ. მარგარინი 3 ცალი კვერცხი 0, 5 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. სოდა ფქვილი რამდენსაც შეიზელს მომზადების წესი მოვამზადოთ ცომი: გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე მარგარინი. გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+მარილი. დავამატოთ მაწონი, მოვურიოთ და თბილი მარგარინი ჩავასხათ. ფქვილის დამატებით მოვზილოთ ნაზი ცომი. სოდას რაც შეეხება 2 ვარიანტია დამატების: 1 ფქვილთან ერთად დააცერით და ისე მოზილეთ. 2. მოზილეთ ცომი სოდის გარეშე, მერე ცოტათი გაშალეთ მოაყარეთ სოდა, მოახვიეთ რულეტივით. ორივე ვარიანტი გამომიცდია და ორივე კარგია .მე ძირითადა მეორე ვარიანტს ვიყენებ. ცომს დავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. მოვამზადოთ გულსართი: მოვხარშოთ ისპანახი, გავწუროთ ზედმეტი სითხისაგან. მოვხარშოთ კვერცხი და დავჭრათ. მოვშუშოთ ხახვი ზეთში, დავაყაროთ ისპანახი (დაჭრილი) და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. დავჭრათ ქინძი წვრილად, დავამატოთ ისპანახს და შევანელოთ დანარჩენი ინგრიდიენტებით. კვერცხი და ისპანახი გადაურიოთ ერთმანეთში. გავყოთ ცომი 2 არათანაბარ ნაწილად. დიდი ნაწილი ქვედა ფენად გამოვიყენოთ. გავშალოთ თუნუქის ფურცელზე (კარაქ წასმულზე), დავადოთ გულსართი. 124 1-ს მოსწონს
|