x
image
პერსეპოლისი
საჯარო სამსახურში დასაქმების პრობლემები ახალი მთავრობის პირობებში.

imageუკვე დიდიხანია, რაც საქართველოში დასაქმება მუდმივ პრობლემად
იქცა. მთავრობების ცვლილებასთან ერთად, დასაქმების იმედი ყოველთვის მატულობს, მაგრამ
მალევე ვხვდებით დაპირებების აბსურდულობას.
რამდენიმე წლის წინ, საქართველოში შეიქმნა საჯარო სამსახურის ვებ–გვერდი HR.GOV.GE, რომლის მეშვეობითაც საქართველოს
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და
დასაქმდეს. ეს არის ერთადერთი გზა, დასაქმების მსურველმა
მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და დაიწყოს კარიერა საჯარო სამსახურში. აქედან გამომდინარე, ამ ვებ–გვერდზე დარეგისტრირებულია 139, 847 სამსახურის მაძიებელი და 383 საჯარო უწყება/დამსაქმებელი. თუმცა, ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, 95% მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.
ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში კარგად არის განხილული დამსაქმებლის მიერ წაყენებული მოთხოვნების აბსურდულობა. პირველ რიგში კი, რაც ყველაზე თვალში საცემია, ეს არის კანდიდატის სასურველი ასაკი, სადაც მითითებულია 21 წლიდან, ხოლო სამუშაო გამოცდილებაში, ხშირად მოთხოვნილია 3, 4, 5 და ა.შ წლიანი გამოცდილება. საინტერესოა რა პროფესიული გამოცდილება უნდა ჰქონდეს 21 წლის ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც ჯერ უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია. სამწუხაროა, მაგრამ ყველა თინა ბოკუჩავასა და მარიამ საჯაიასნაირი გამოცდილების მქონე ვერ იქნება.
ალბათ, ბევრს აღიზიანებს ნაციონალ ირმა ნადირაშვილის გამოსვლები და მინისტრების მიერ ახლობლების დასაქმებაზე საუბარი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ნაციონალებისგან
განსხვავებით, ოცნება ვერ მალავს. ალბათ ესეც მათი გამოუცდელობის ბრალია.სამწუხაოდ, ყველა ის ფაქტი, რასაც ნაციონალური მოძრაობა ასახელებს ახალი მთავრობის მიერ დასაქმებულ ხალხთან მიმართებით, მართალია.
ახალი მთავრობის უნიათობა იმაშიც იკვეთება საჯარო სამსახურში დასაქმებასთან მიმართებით, რომ კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარებაც კი ეზარებათ, რასაც ნაციონალური მოძრაობა წარმატებით ართმევდა თავს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, დასაქმების მაძიებლებს, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში საკუთარ რეზიუმეს აგზავნიან, ცოტა ხანში უკან უბრუნდებათ პასუხი, რომ დიდი რაოდენობით განაცხადის მიღების გამო, დამსაქმებელმა სხვა პირობები დააწესა, რაც
კანდიდატმა ვეღარ დააკმაყოფილა.ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა. ამ ყველაფერმა სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც არაერთი ადამიანისგან შეგიძლიათ მოისმინოთ. დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერი მოთხოვნა დააწესოს, მაგრამ უკვე გამოცხადებული კონკურსის და მიღებული განაცხადების შემდეგ ეს მის უფლებებს აღემატება.
საინტერესოა, როდის გადავა ჩვენი ქვეყანა ახალ ეტაპზე, სადაც ის დაპირებული სამართლიანობა აღდგება, რომელმაც ოცნება მთავრობაში მოიყვანა.



4
222
14-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
222
  
2014, 20 მარტი, 22:29
მთავარია თავიანთთვის იყოს მოსახერხებელი და დანარჩენს არ აქცევენ ყურადღებას. მე ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყებამდე,რაც კი რამ არსებობდა,მგონი ყველაფერი მოვიარე და სარეკლამო კომპანიების და პრომო გოგონობის იქით მართლა არ არის სხვა გზა,თუ გინდა ელემენტარული შემოსავალი გქონდეს და სტაჟიორობაში არ ამოგხდეს სული. დღეს ყველაზე კარგად სარეკლამო ბაზარი მუშაობს და შესაბამისად,დასაქმების პერსპექტივაც მაგ სფეროში უფროა. საჯარო სამსახურებში ისეთ საოცარ გასაუბრებებზე ვარ ნამყოფი,რომ არვიცი,ის როგორ უნდა იყოს ადამიანის განსაზღვრისთვის საკმარისი.
2014, 20 მარტი, 22:09
სამწუხაროდ საქართველოში ყოველთვის იყო ეს პრობლემა: ან ფულით, ან ნათესაობით... ამის აღმოსაფხვრელად პირველ რიგში ჩვენი საკუთარი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს: "ამა და ამან მითხრა და უარს ვერ ვეტყვი" - ეს აზრი უნდა ამოვიგდოთ. სტატია ძალიან კარგია და აქტუალური.
2014, 20 მარტი, 22:03
და ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კიდე რაცარის ,როცა ვაკანსიას ფორმალურს თუ რეალურს,რომ აცხადებ რეგიონში ყველა გასაუბრება ტესტირება არ შეიძლება ტარდებოდეს თბილისში,ეს ხარჯებს უკავშირდება და ჩვენ პატრონებმა სწავლაში გვიხადეს თანხა ,მიგვაღებინეს განათ;ება და კიდე ამ ტყუილად აქეთ-იქეთ სირბილში ვეღარ გადავაყრევინებთ თანხებს,არარი ესეთი ცხოვრება ამ ქვეყანაში,ასე რომ კეთილი ინებონ და ბანკს რეგიონში რომ ხსნიან ან ა.შ დაწესებულებას და იიმას უფროს უნიშნავენ იმის უფლებაც მისცენ გასაუბრება და ტესტირება ადგილზე ჩაატაროს და რაც მტავარია ტესტირება მათემატიკაში მოსპეთ ხალხო !!!!პოზიციის განურჩევლად ყველგან ამას რომ ითხოვთ!!!
2014, 20 მარტი, 21:59
ვაიმე შენ გაიხარე ამ ყველაფრის დაწერისთვის!!!! ესარი პრობლემა ,რომელიც ძალინ მტკივა დღეს,მეორე წელი დაიწყო დავამთავრე უნივერსიტეტი და სამსახურს ვეძებ მას მერე და მანამდეც სტუდენტობის პერიოდშიც დიდ ძიებაში ვიყავი,უბრალოდ მაშინ იმით ვამართლებდი ყველაფერს რომ დიპლომი არ მქონდა ,სტუდენტი ვიყავი და ამიტომ მეუბნებოდნენ უარს მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი მაქვს,მაქვს გამოცდილებაც სანოტარო ბიუროსჰი და კლინიკასჰი მუსჰაობის ,მაგრამ რა,მამუშავეს უხელფასოდ და დაპირებით რომ ჩამსვავდნენ და ბოლოს ვისზეც დარეკეს ის მიიღეს,საშინელება ხდება ჩვენ ქვეყანაში ამ კუთხით,ესარის საოცრად დიდი ტრაგედია,რომ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი მუსაობის და არ ვთაკილობთ არანაირ სამსაუხრს,არ ვეძებთ მაინცდამაინც პროფესიით,(ჯანდაბას ის ტყუილად გადაყრილი ფულები სწავლაში),მაგრამ რა? გვიხურავენ კარს ყველაგან ტუ ზემოდან ვინმეს არ დვარეკინეთ....
0 1 4