ქალი რომელსაც ორი სახლი ჰქონდა და მილიონი დოლარი ანგარიშზე, მათხოვრობით ირჩენდა თავს.

საუდის არაბეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ ჯიდას ცენტრალური რაიონის ალ–ბალადის ყოფილი "კოლორიტი" აიშა–იუწყება NEWSru Israel"–ი. აიშა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს "მათხოვრობდა" ამ უბანში, აიშას დედაც და ქალიშვილიც წლების მანძილზე ამ პროფესიით ირჩენდნენ თავს (საუდის არაბეთში ეს პროფესია სულაც არ ითვლება საძრახის და დამამცირებელ საქმიანობად).
დიდი ხნის მანძილზე "მათხოვრობით" ნაშოვნი ფულით ირჩენდა აიშა თავს და ოჯახსაც ამ ფულით ინახავდა. მხოლოდ რამდენიმე უახლოესმა მეზობელმა თუ იცოდა აიშას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ურჩევდნენ, თავი დაენებებინა ამ საქმიანობისათვის და მშვიდად და კომფორტულად ეცხოვრა. რაზეც აიშას მუდამ ერთი პასუხი ჰქონდა: "მე სხვის იმედად ვერ ვიქნები, შავი დღისათვის მინდა რამე მოვაგროვო".
მხოლოდ აიშას გარდაცვალების მერე გაიგო მთელმა ქალაქმა, რომ აიშას "მათხოვრობით" ორი სახლი, საიუველირო ნაკეთობები და ნაღდი ფულით მილიონი დოლარიც ჰქონდა პირად ანგარიშზე. ასევე გაირკვა, რომ აიშას ორი სახლიდან ერთი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჰქონდა დროებით საცხოვრებლად მიცემული "გაჭირვებული" ადამიანებისათვის. ვინაიდან აიშას მემკვიდრე არ დარჩენია მთელი მისი ქონება სახელმწიფოს განკარგულებაში გადავა და სავარაუდოდ, მისი სახლიდან "გაჭირვებულ" ადამიანებს მოუწევთ გადასვლა და ახალი ადგილის მოძიება საცხოვრებლად.
ადამიანი საოცარი არსებაა რა...