ივანიშვილი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია ყოფილი პრემიერი დადებითად აფასებს მისი შემცვლელის მუშაობას. „გარკვეული იმედგაცრუება მე მივიღე, რომ პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. რატომ გახდა ფავორიტი ვანო მაჭავარიანი ახალი პრეზიდენტის. ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ეს იყო ჯგუფიდან მაგ სასახლის ათვისებაზე“, - ამბობს ყოფილი პრემიერი. „მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას, ჩემზე უკეთესი პრემიერია“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებისას. რაც შეეხება მინისტრებს, ივანიშვილი კულტურის მინისტრს გამოყოფს. „მე შემიძლია, გითხრათ თამამად, კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში“. სუსტად აფასებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. რაც შეეხება უჩა მამაცაშვილს, რომელიც ოპონენტებში კითხვების გაჩენის საფუძველი გახდა, ივანიშვილი ამბობს, რომ იგი მისი დეიდაშვილია და ნათესავებში ყველაზე მეტად უყვარს. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტით იმედგაცრუებულია. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის - „პოლიტიკის დრო“ - პრომოში, ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა.