x
image
ამიკო837
დათო ტურაშვილი: დასავლეთში მთავარი ღირებულება არის ადამიანი და არა ასფალტი

სოციალურ ქსელებში პოპულარულია რუსთავი 2”-ის გადაცემა ”შუადღეს” დღევანდელი გადაცემა, სადაც მწერალი დათო ტურაშვილი ციხეებში პატიმრების წამების ამსახველ ფაქტებზე საუბრობს. ის, აღელვებული აკრიტიკებს ხელისუფლებას და პარლამენტს. დათო ტურაშვილი შენიშნავს, რომ არაერთ სახელმწიფოში ხდება მსგავსი ფაქტები, მაგრამ იქ ამას არ მალავენ და დამნაშავეებს ხელს არ აფარებენ წლების მანძილზე. მწერალი ამბობს, რომ ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მინიმუმ წელიწადში ორჯერ საუბრობდა ამ ფაქტებზე, მაგრამ დეპუტატები ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი თქმით, პასუხისმგებლობას და საქმის აღძვრას იმსახურებს ყველა, ვისაც ევალებოდა ამაზე რეაქცია.
"პარლამენტში არის 150 დეპუტატი, ჩვენ სულ ვიცით მაქსიმუმ 20, რომელიც თავის მოვალეობას აღასრულებს, იღებს საკანონმდებლო შემოქმედებაში მონაწილეობას. ძირითადი ნაწილი დაახლოებით არის 100 დეპუტატი, რომელიც ამდენი წლის მანძილზე ჩვენი ბიუჯეტით ჩვენი ფულით არსებობს და არაფრის გამკეთებელი არ არის. აი მათ ჰქონდათ საშუალება რამდენჯერმე, ერთხელ კი არა ბევრჯერ, რომ ოფიციალური მონაცემები მოესმინა, წამების, წამებით დახოცილი ადამიანების შესახებ და რეაქცია არ ჰქონდა. შე დედამო.... ჩემი ფულით რომ ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციაც არა გაქვს, სახლში რომ წახვალ და გადაგორდები და დაიძინებ, რომ იცი 20 წლის ბიჭს წამებით კლავენ ციხეში, არ მესმის ამ ადამიანების არსებობას პარლამენტში რა გამართლება აქვს. ან როგორ ითხოვენ კიდევ რომ ისევ დეპუტატად აირჩიონ და ხმა მივცეთ კიდევ ჩვენ. ეს არის ჩემთვის სრულიად გამაოგნებელი" - აცხადებს ტურაშვილი.
”მივიდეთ მშვიდობით არჩევნებამდე და არ მივცეთ ხმა სადისტებს, იდიოტებს, მანიაკებს, მკვლელებს, აფერისტებს, ცნობილ გამყალბებლებს, არ მისცეთ ხმა, თორემ რაც შევქმენით, ისევ გაგვიქრება და კიდევ უფრო უკან დავბრუნდებით” - ამბობს მწერალი და აღნიშნავს, რომ უსამართლობის შეგრძნება სანამ იქნება, აგრესიაც იქნება.
”დასავლეთი იმიტომ გვინდა და არა რუსეთი, რომ დასავლეთში მთავარი ღირებულება არის ადამიანი და არა ასფალტი. სწორედ ამიტომ ვირჩევთ დასავლეთს და ამიტოკ გვიხარია, მაგრამ თუ ჩემს ქვეყანაში არ არის მთავარი ღირებულება ადამიანი და მას აწამებენ, აღარ მიხარია ის ასფალტი და ის შენობები” - დასძენს ტურაშვილი.
მან მოუწოდა მაყურებელს, ერთხელ მაინც ჩატარდეს დემოკრატიულად არჩევნები და პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს.
”მე ყველა პარტია მეზიზღება. ერთპარტიული ესენი იქნებიან თუ ისინი, მაინც იგივე იქნება. ერთადერთი გამოსავალი, რომ დავუძვრეთ რუსეთის კლანჭებს, არის ის, რომ შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და გვყავდეს მრავაპრატიული პარლამენტი” - აცხადებს ტურაშვილი.
სოციალურ ქსელებში ბოლო ერთი საათია განუწყვეტლივ იზიარებენ ბმულს myvideo.ge-დან და წერენ დადებით სტატუსებს დათო ტურაშვილის შესახებ. იუზერთა აბსოლუტური უმრავლესობა აღფრთოვანებულია მწერლის საქციელით. დაიწერა თითო-ოროლა კომენტარი, რომლის ავტორიც დათო ტურაშვილს მედროვეს უწოდებს.
”დათო ტურაშვილი - ნამდვილი, ჯიგარი, ალალი ადამიანი. გენაცვალე შენ!!!”, ”მიყვარხარ ტურიკ”, ”ტურაშვილი რუსთავი ორს ანეიტრალებს”, ”რუსთავი ორს დახურავენ, ეს რა ქნა ტურიკამ”, ”მეტი ტურაშვილი და არცერთი ნასარიძე ამ ქვეყანაში! ”, მეტი ტურაშვილი ხალხს! ♥", "ეს კაცი პირველად ვნახე მდგომარეობიდან გამოსული. თან ზედ რუსთავი ორში”, ”ტურიკა ჯიგარი!”, "რამოდენიმე წუთსი გააკეტა ის რასაც ამდენი წელია კავკასია, მაესტრო და ახლა მე9 არხი ცდილობენ”, ”ტურიკას დაუნიშნეთ დაცვა”, ”ყველაზე მართალი და პატიოსანი კაცი ჩვენს შორის ♥”, ”ტურიანთ ბიჭი ზვიადის დამხობის დროს არ მინახია ასე აღშფოთებული, მერე მიტინგების დახვრეტისას და ა.შ. მედროვე ბუღაძის მიმდევარი!!!!!!!!!!”, ”მედროვე და მოღალატეა”, ”კაცი, რომელიც არ გაიყიდა, არ გაგოთვერნდა და ყოველთვის პრინციპულია-დათო ტურაშვილი♥ ცუდია, რომ გამონაკლისია” - წერენ იუზერები.

image

1
360
9-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო837
ამიკო837
360
  
2012, 29 ოქტომბერი, 15:45
++++++++++
0 1 1