ქალი და მამაკაცი ბრიტანელმა ქალმა ქმრის ღალატი მტვერსასრუტის მეშვეობით გაიგო 2014, 18 მარტი, 14:35 32 წლის ბრიტანელი მელისა სმეატონი ქალაქ კროიდონიდან ქმარს გაშორდა მას შემდეგ, როდესაც მტვერსასრუტი წაიღო ხელოსანთან შესაკეთებლად. ქალმა გადაწყვიტა შეეკეთებინა გაფუჭებული მტვერსასრუტი და ამ მიზნით საგარანტიო სახელოსნოს ესტუმრა. ხელოსანმა დაშალა მტვერსასრუტი და აღმოაჩინა "დამნაშავე".მელისა სირცხვილისგან დაიწვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, უბრალოდ აუხსნა ოსტატს, რომ ეს მისი საცვალი არაა. მტვერსასრუტი მელისამ შეაკეთებინა, ხოლო "სიუპრიზი" ნადავლი, წითელი საცვალი ქმარს ცხვირწინ აუფრიალა.თავიდან მისი მეუღლე კატეგორიულად უარყოფდა ღალატს, თუმცა შემდგომ საბოლოოდ გამოტყდა. ამის შემდეგ მელისამ მამაკაცს კარისკენ მიუთითა, იგი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა მელისას საცხოვრებელი. 2841 12-ს მოსწონს
|