ფოტოგრაფია 2013 წლის ყველაზე ემოციური ფოტოები 2014, 18 მარტი, 14:30 1. ინდონეზიელი ბავშვი უყურებს სინაბანგის მთიდან მონაბერ ვულკანურ ფერფლს.
2. ჩინეთში, ხაოიანგის წყალსაცავიდან, შლამის მოცილების დროს წყალი ჯებირებიდან გადმოვიდა. 3. კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნულ პარკთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ფეხით მიმავალი მეხანძრეები. 4. ინდონეზია, სინაბანგის მთაზე არსებული ვულკანი. 5. ბრაზილიელი დემონსტრანტი სამართალდამცავების წინ, რომლებიც კაუჩუკის ტყვიებს ესვრიან. 6. ბილ იფრიგი მიწაზე დაეცა ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქების დროს. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მარათონის 78 წლის მონაწილემ, ბილ იფრიგმა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბომბი, სწორედ მას მოხვდა, მაინც განაგრძო სირბილი და ფინიშამდე მივიდა. 7. რენატა ტეოდოროს დედის ხელი უჭირავს ნოგალესში, არიზონას შტატში ტერიტორიული საზღვრის გავლების შემდეგ. 8. ტანია სეინი თავისი მეუღლის, 2011 წელს ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის საფლავთან. 9. ფიგო, პოლიციის ძაღლი, რომელიც უკანასკნელ პატივს მიაგებს თავის მეწყვილეს, ოფიცერ ჯეისონ ელისს. 10. ბანგლადეშში, სავარ დაკაში მომხდარი ნგრევის შემდეგ ნანგრევებში აღმოჩენილი წყვილი, რომელიც ერთმანეთს ეხვევა. 11. ჰოლმსების ოჯახი, რომლებიც ხიდს აფარებს თავს ავსტრალიაში მომხდარი ტყის ხანძრის დროს. 12. ისრაელში ულტრაორთოდოქსი მანიფესტანდები სამართალდამცავების პირისპირ და ცეცხლწაკიდებული სანაგვე ურნები. 13. ქაიროში ქალი ცდილობს შეაჩეროს სამხედრო ბულდოზერი, რომელიც აპირებს გადაუაროს დაჭრილ მოწინააღმდეგეს. 14. ბაჰრეინში სამართალდამცავი ბენზინის ბომბით უსწორდება პროტესტანტს. 15. ავღანეთში, ბაირამობის დღესასწაულის პირველ დღეს ბიჭები თოფებით თამაშობენ. 16. ჩინეთში, მდინარე იანგცეში თავს იხრჩობს ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს, როცა ხალხის მთელი ყურადღება მიპყრობილია სხვა ადამიანისკენ, რომელმაც რამდენიმე წამის წინ უშედეგოდ სცადა თვითმკვლელობა. 17. აშშ-ს საჰაერო ჯარების სერჟანტი შემთხვევით ხვდება თავის ცოლსა და ქალიშვილს საფეხბურთო მატჩის დროს. 18. ბანკოკში, თავაცვის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, პროტესტანტი ჯარისკაცს აძლევს ყვავილს. 19. ოკლაჰომაში, საკუთარი სახლის ნანგრევებზე მდგარი წყვილი. 20. ბრაზილიაში, ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრების მწმენდავმა სუპერმენის ფორმა ჩაიცვა, რათა გაემხიარულებინა პატარა პაციენტები. 21. ათენში მომხდარი წყალდიდობის დროს მამაკაცი ეხმარება ქალს დატბორილი მანქანიდან ამოსვლაში. 22. ფილიპინებში მომხდარი ტაიფუნისგან გადარჩენილების მსვლელობა. 500 5-ს მოსწონს
|