მსოფლიო "ომის ზღვარზე" 2014, 16 მარტი, 17:06 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ხერსონის ოლქის სოფელ სტრელკოვოში რუსმა სამხედროებმა ვერტმფრენებიდან დესანტი გადასხეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. "უკრაინა უფლებას იტოვებს, მიმართოს ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ შეწყდეს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრები", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსმა სამხედროებმა გაზგამანაწილებელი სადგური დაიკავეს და იქ ბლოკ-პოსტი გახსნეს. 119 6-ს მოსწონს
|