x
image
აჩიკუნა
მეუღლის სული – ჯარისკაცის გადასარჩენად

image


ტატო ჯანიკაშვილის ოჯახი ომამდე გაგრაში ცხოვრობდა. ტატოს
დედა ოფხაზი ჰყავდა, თვითონ რუსულ არმიაში მსახურობდა და
საბჭოთა არმიის ოფიცერს "რუსული დერჟავის" სიყვარულიც ჰქონდა
შეთვისებული. როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის სიტუაცია უკ-
იდურესად დაიძაბა, ტატო ჯანიკაშვილი ურთულესი არჩევანის ჭინაშე
დადგა. დედის სისხლი აფხაზების მტრებად აღქმის საშუალებას არ
აძლევდა, მაგრამ ქართველი მამის შვილი ვერც საკუთარი ქვეყნის
წინააღმდეგ აისხამდა იარაღს. როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე დიპ-
ლომატიური ურთიერთობები ჩიხში შევიდა და საომარი მოქმედებები
დაიწყო, ტატოს საკუთარი პოზიციები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გარკვეუ-
ლი.
1-ელ ოქტომბერს, გაგრის დაცემის წინადღეს, დაახლოებით საღა-
მოს 10 საათზე, შეიარაღებული აფხაზები შინ რომ შეუცვივდნენ, ტატო
ცდილობდა. სიმშვიდე შეენარჩუნებინა და პირველი ჯგუფის ინვალიდი მამა გადაერჩინა. მომხვდურებს აუხსნა, - არც ერთი მხარის წინააღმდეგ
იარაღი არ ამიღია, თვითონაც ნახევრად აფხაზი ვარო, მაგრამ ომში
მარტივი ლოგიკა მუშაობს: - "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია".
"ბოევიკებმა" უფროსი ჯანიკაშვილი ლოგინში ჩაცხრილეს. ტატოს ხელ-ფეხი გაუკოჭეს და იატაკზე დააგდეს. გამხეცებული მამაკაცების მთავ-
არი სამიზნე, ტატოს ახალგაზრდა მეუღლე კი იქვე, კუთხეში, კედელს
იყო აკრული და უხმოდ ტიროდა. როცა ცხოველური ჟინით გონებადაბ-
ინდული აფხაზები მისკენ დაიძრნენ, ქალმა გაქცევა სცადა, მაგრამ "ბოევიკები" დაედევნენ... ჯანიკაშვილი თითქმოს ნახევარი საათი
ცდილობდა ადგომას. რამდენჯერმე ქალის კივილი მისწვდა. სახლში
კიდევ ერთი "ბოევიკი" შევარდა და რამდენჯერმე ესროლა ტატოს...
როცა კაცი გონს მოვიდა, სახლში ცეცხლი ბრიალებდა. ის იყო, ალი
ფეხებზე უნდა მოსდებოდა, რომ გაიღო უკანა კარი და ცეცხლმოკოდებ-
ულ ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა. ქალს ძალადობის ნიშანიც კი არ
ემჩნეოდა. მშვიდი სახე ჰქონდა. ტატოს ცოლის დანახვაზე სახე გაუნათ-
და. ქალმა ქმარს ხელ-ფეხი შეუხსნა და ადგომაში დაეხმარა. ტატოს კარგად არ ახსოვს, როგორ,
გავიდა სახლიდან და როგორ აღმოჩნდა გაგრიდან რამდენიმე კილომ-
ეტრის დაშორებით მდებარე სოფელ განთიადის გადასახვევთან.
მუხლებში სისუსტე იგრძნო, წაბარბაცდა და მეუღლეს ჩამოაყრდნო
ხელი. ქალმა მშვიდად უთხრა, - რამდენიმე წამიც მოითმინეო. ამის
თქმა იყო და გზაზე "წითელი ჯვრის" ბრიგადაც გამოჩნდა. დაჭრილი
მამაკავის დანახვაზე, მანქანა გააჩერეს და ტატო საკაცით საბარგულში
დააწვინეს. იქ ჩემი ცოლია, უმისოდ არსად წამოვალო, - ეურჩებოდა
გადამრჩენებს, მაგრამ გზაზე ჯანიკაშვილის გარდა არავინ იყო.
ერთი კვირის შემდეგ, როცა ტატომ ფეხზე წამოდგომა შეძლო,
გაგრა უკვე აფხაზ "ბოევიკებს" და რუს ოკუპანტებს ჰქონდათ დაპყრობ-
ილი. ქართველისთვის გაგრაში შესვლა სიკვდილს ნიშნავდა, მაგრამ
ტატოს ცოლი უნდა მოეძებნა. 10 ოქტომბერს ფარულად მიაღწია თავის
ქუჩამდე. მხოლოდ ერთი ნაცნობი დახვდა, 80 წელს გადაცილებული
მეზობელი თევდორე ხორავა. როცა მან ტატო დაინახა, ეზოში გათხრილ
სამარხზე მიუთითა, - ეს არის შენი ცოლის საფლავიო. ტატომ მისგან
გაიგო, რომ ქალი 1-ელ ოქტომბერს მოეკლათ...
– შეუძლებელია – აღმოხდა, – მე მისმა სულმა სიკვდილს გადამ-
არჩინა.
იმ დღის შემდეგ ტატოს ცხოვრება შეიცვალა. პარტიზანულ მოძ-
რაობაში ჩაერთო და მომდევნო ორი წელი, როგორც ნამდვილი პატრიო-
ტი ოფიცერი, ისე იბრძოდა.
ერთ-ერთი ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. აფხაზები ქართველ
პარტიზანებს კვალში ჩაუდგნენ. დაჭრილის ტარება მებრძოლებს შეაფ-
ერხებდათ, ამიტომ ტატომ ითხოვა დამტოვეთ და თავს უშველეთო.
პარტიზანები ორჭოფობდნენ, მაგრამ როცა ზურგიდან ცეცხლი გაუხსნეს,
იძულებულნი გახდნენ, ტყეში გაფანტულიყვნენ და შეტევა მოეგერიებ-
ინათ. შეტაკების დროს დროს რამდენიმე კაცი დაიღუპა, დანარჩენებმა უკან დაიხიეს.
დაჭრილი ჯანიკაშვილი ტყეში სიკვდილს ებრძოდა. უცებ სულის-
შემხუთველ სიჩუმეში ჩქამი გაისმა. ხმა ჯერ შორიდან მოდიოდა,
შემდეგ ტატოს ვიღაც მიუახლოვდა. ტატომ დამძიმებული ქუთუთოები
ზლივს ასწია. წინ ქალი ედგა. ცივი, არაამქვეყნიურად მშვიდი და
ფერმკრთალი სახე ჰქონდა. "შენ ხარ? რა კარგია, რომ მოხვედი", –
ჩაილაპარაკა და ცოლს გაუღიმა. ქალს ბაგეები არც გაუხსნია ისე უბრძ-
ანა: "გამომყევი!" ტატო, თავისდა გასაკვირად, ფეხზე წამოდგა. დაჭრილს
წინ მეუღლე მიუძღოდა. ქალი რაღაც უჩვეულო სითბოს ასხივებდა.
სწორედ ეს სითბო აიძულებდა ტატოს, გზა გაეგრძელებინა. იმ ღამეს
მომაკვდავმა ჯარისკაცმა 18 კილომეტრის გავლა მოახერხა და აფხაზეთ-
ის განაპირას, ერთ-ერთ სოფლამდე მიაღწია. იქ მარტყოხელა ქალმა
შეიფარა და რამდენიმე კვირა მალულად უვლიდა დაჭრილს. თუმცა
მასპინძლის მცდელობის მიუხედავად, ტატო სამუდამოდ დაინვალიდდა.
ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო, ამიტომ თბილისში წამოვიდა.
ახმეტელის მეტროს ახლოს, სხვა იძულებით გადაადგილებულთა
გვერდით, ყოფილი სასტუმროს სენობაში დააბინავეს. მის ერთოთახიან, არაიზოლირებულ ბინაში ენით აუწერელი სიღარიბე სუფევს. კედელზე
აფხაძეთის პანორამაა გაკრული, ყველაზე გამორჩეული ადგილი კი
ახალგაზრდა ქალის პორტრეტს უკავია...


3
52
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
52
  
2014, 17 მარტი, 14:10
ღმერთმა გისმინოს!
2014, 16 მარტი, 17:13
დამბურძგლა :( მე არ მოვსწრებივარ მაგრამ ასეთი ისტორიებიდან გამომდინარე წარმოვიდგენ ხოლმე რა ჯოჯოხეთი გამოიარა იმ დროს ხალხმა,რამდენი ბოროტების მომსწრე გახდნენ და მთელი ცხოვრება დიდ შავ ლაქად დარჩებათ მოგონებებში.ამას დამატებული ნოსტალგია და მშობლიური კუთხის მონატრებით გამოწვეული ტკივილი.სული მტკივა ამის გაფიქრებაზე.ღმერთმა ქნას მალე დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს და ამდენი ტანჯვის მერე გაიხარონ
0 1 3