ტკბილეული უგემრიელესი მოხარშული კრემი ყავით 2014, 16 მარტი, 15:37 ინგრედიენტები: 4 კვერცხის გული ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი (200 გრამიანი) 4 ჩ.კ. ხსნადი ყავა, წმინდად დაფქვილი 1 ჩ.ჭ. რძე (წყალი) 1 ქილა შესქელებული რძე 3 სუფრის კოვზე ფქვილი 300 გრ. კარაქი მომზადების წესი: კვერცხის გულებისაგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. დაუმატეთ ყავა, რძე და განაგრძეთ მორევა მიქსერით. ჩაასხით ნელ-ნელა შესქელებული რძე და აქციეთ ერთიან მასად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. წამოდუღების შემდეგ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ამასობაში დარბილებული კარაქი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით. გაგრილებული მოხარშული მასა შეურიეთ კარაქს და აქციეთ ერთიან მასად. კრემი გააგრილეთ და წაუსვით სასურველ ბისკვიტს. გემრიელად მიირთვით. 735 9-ს მოსწონს
|