x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობილი მკვლელების განაჩენის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც ისინი იღიმიან.
დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე ცნობილი მკვლელების, ქილერების, ტერორისტებისა და ამ დარგში აღიარებული გმირების- განაჩენის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც ისინი იღიმიან. რაც ადამიანში იწვევს ფიქრებს, რომ აღნიშნული მდგომარეობა სიცილთან სულაც არ ასოცირდება და ამ ე.წ. "გმირთა" მიმართ სიგიჟის ასოციაციას იწვევს და სიგიჟე თუ არა, მაშინ ეს ღიმილი მათ ფსიქიურად არამდგრადობაზე მეტყველებს.



აი ისინიც:


1). Lee Harvey Oswald. ერთადერთი ეჭვმიტანილი ამერიკის პრეზიდენტის- ჯონ კენედის მკვლელობაში (1963 წლის 22 ნოემბერი), რომელიც დაპატიმრებიდან 2 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში სასიკვდილოდ დაჭრეს.

image




2). Charles Manson. კომუნა"ოჯახის" ლიდერი, რომელმაც განახორციელა მთელი რიგი სასტიკი მკვლელობებისა 1969 წელს, ახლა უკვე 77 წლისაა და დღემდე ცალკე საკანში იმყოფება კალიფორნიის ერთ-ერთ ციხეში.

image




3). Arthur Shawcross. უამრავი მკვლელობის ავტორი, მათ შორის 14 ბავშვისა და რამდენიმე მეძავის, არაერთხელ აღიარეს ფსიქოპატად. რა თქმა უნდა დაიჭირეს და 250 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი 2008 წელს ციხეში გარდაიცვალა.

image


4). David Berkowitz. 1977 წლის 31 ივლისს დევიდმა ჩაიდინა რიგით 6-ე და უკანასკნელი მკვლელობა, რისთვისაც იგი დააკავეს და 365 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

image



5). John Wayne Gacy. 1972-1978 წლებში იგი ცნობილი იყო სახელით "მკვლელი მასხარა" (კლოუნი). მან გააუპატიურა და მოკლა 33 მოზარდი, როდესაც საბავშვო კონცერტებზე "მასხარას" როლი შეასრულა.

image



6). Rodney Alcala. 69 წლის მკვლელი სამუდამო პატიმრობით 1979 წელს ოთხი ქალისა და 12 წლის ბავშვის მკვლელობისთვის დააკავეს.

image


7). Randy Kraft. 67 წლის რენდი 1983წელს დააკავეს და მიუსაჯეს სიკვდილი, ვინაიდან იგი დამნაშავედ ცნეს 16 ადამიანის და 67 მოზარდის მკვლელობაში.

image




8). Pedro Alonso Lopez. 63 წლის პედრო ალონსო მკვლელობის თვალსაზრისით გინესების რეკორდსმენია, თუმცა ეკვადორში 14 წლიანი პატიმრობისა და კოლუმბიაში სპეციალური მკურნალობის 3 წლიანი კურსის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.

image



9). Richard Ramírez. მეტსახელად "ღამის კოშმარი" 13 მსხვერპლის მკვლელად ცნეს, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც, რის გამოც იგი 1985 წელს დააპატიმრეს.

image


10). Ted Bundy. 100-მდე ადამიანის მკვლელობა ეკუთვნის ტედს, რომელიც დაპატიმრებული იქნა 1975 წელს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა და 2 წლის შემდეგ- 1978 წელს ის მეორედ დააკავეს.

image


11). Chester Turner. ლოს-ანჯელესში 1987-1998 წლებში ჩესტერმა მოახერხა 13 ქალის მკვლელობა და მათ შორის ერთ-ერთი ორსული იყო. რაღა თქმა უნდა იგი დააკავეს.

image


12). Joseph Duncan III. 49 წლის მანიაკი და პედოფილი 4 წევრიანი ოჯახის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, რომელმაც 2 წლის შემდეგ კიდევ 3 ბავშვის მკვლელობა აღიარა და სიკვდილი მიესაჯა.

image



13). Verry Idham Henyansyah. სერიული მკვლელი ინდონეზიიდან დაპატიმრებული იქნა სასიკვდილო განაჩენით, რომელმაც თავისი მოკლულებიდან 10 მათგანი მშობლების სახლის უკან ეზოში დამარხა.

image




14). Jared Lee Loughner. 22 წლის ჯარედმა 2011 წლის 8 იანვარს განახორციელა არიზონში "Gabrielle Giffords"-ის კონგრესზე შეტევა, რის გამოც დაიღუპა 6 და დაშავდა 14 ადამიანი. იგი დააპატიმრეს.

image


15). Osama bin Laden. "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერი, რომელმაც განახორციელა მრავალი ტერაქტი, კერძოდ კი ერთ-ერთი ა.შ.შ.-ში 2001 წლის 11 სექტემბერს და ასევე მრავალი სხვა თავდასხმა, მოკლეს 2011 წლის 2 მაისს.

image


16). Anders Breivik. 33 წლის ანდერს ბრეივიკი აღმოჩნდა
ოსლოს ცენტრში აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელი, ასევე თავდამსხმელი ახალგაზრდულ ბანაკებზე, რისთვისაც იგი დააკავეს და მიუსაჯეს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა.

image



7
1127
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1127
  
2014, 22 ივლისი, 23:10
MATSHI SSTANA CHASAXLEBULI SXVA GVARAD ADAMIANS AR SHEUZLIA ES SISASTIKE CHAIDINOS
2014, 27 მარტი, 19:30
ესეთი ხალხისთვისს დაპატიმრება არაფერია უნდა დახვრიტო
2014, 16 მარტი, 22:59
ღიმილი სიხარულს ნიშნავს. რატომ უნდა უხაროდეთ? ალბათ იმიტომ, რომ ცნობილები გახდნენ და გინესის წიგნში თუ შევიდა რომელიმე იასნა გაიღიმებს, გაყიმების ეს მიზეზი მემგონი ვივარაუდოთ უნდა.
2014, 16 მარტი, 22:06
მე ყველა ასეთი ადამიანი მგონია ეგზირციზმის მსხვერპლი.ზუსტად მაგ არანორმალურ გამოხედვაზე და უაზროდ გაღიმებულ სახეზე ეტყობათ რო ბოროტს ყავდათ შეპყრობილი.ერთ-ერთი ვიცი რუსი მკვლელი გვარად სოლტისი რომელმაც ოჯახი ამოხოცა,საკუთარი შვილი ბიჭი გააუპატიურა და ნაგავსაყრელზე დააგდო ყუთით.რომ დააკავეს იძახდა მე არ ვაკეთებ ამ ყველაფერს სხვა მაიძულებსო.და მეორე იყო ბიჭი რომელიც ორჯერ შეეცადა დაეწვა მთელი ოჯახი და რიდესაც დააკავეს იძახდა მე უნდა გავაგრძელო სოლტისის საქმიანობაო და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა
2014, 16 მარტი, 21:58
ბუა ოსამა ))
2014, 16 მარტი, 21:01
მეშინია ასეთი ხალხის,გაფიქრებაც კი მზარავს იმის წარმოდგენის ტთუ რა აზრები უტრიალებდათ და რას აკეთებდნენ,ღმერთო ყველა დაიფარე ასეტებისაგან
2014, 16 მარტი, 19:48
საინტერესო სტატიაა, მაგრამ ოსამა საერთოდ მგონია ცრუ–ს "ბუა" უფრო იყო ვიდრე ნამდვილად ტერორისტი.
0 1 7