კაბები 50 კაბა " Dolce&Gabbana " - ს კოლექციიდან მონიკა ბელუჩისთვის 2014, 14 მარტი, 18:36 "Пятьдесят платьев Dolce&Gabbana для Моники Беллуччи" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ - ერთი რუსული საიტი. ცნობილმა იტალიურმა დიზაინერულმა დუეტმა "Dolce&Gabbana" თავისი სამოდელო დიზაინის 20 % - ზე მეტი თავიანთ თანამემამულეს, მგრძნობიარე და მომხიბლავ მონიკა ბელუჩს მიუძღვნეს.უკვე რამდენიმე ათეული წელია ულამაზესი და უბერებელი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას შეუფასებელ და ძვირადღირებულ "კორსეტულ" და "კრუჟაოებით" მორთულ კაბებს რეკლამას უკეთებს და როგორც ირკვევა, დიზაინერები სპეციალურად მისთვის კერავდნენ ამ სტილის კაბებს.თითქმის ყოველთვის მოდელიორები მონიკასთვის შავ ფერს ანიჭებდნენ უპირატესობას, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ თავიანთი მუზის "უჭკნობი და უბერებელი" ფიგურა.თუმცა, როგორც ჩანს ვნებიანი წითელი და აყვავებული ატმის ყვავილის ფერიც ძალიან ამშვენებს ბელუჩს. " Bravo "! - ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეიძლება ითქვას მოდის დუეტ Dolce & Gabbana -ს კოლექციაზე, - წერს რუსული პრესა. ამჯერად იტალიელი მსახიობი და ყველაზე სასურველი ქალბატონი მონიკა ბელუჩი მოსკოვში Dolce&Gabbana - ს პარფიუმერულ - კოსმეტოლოგიური კოლექციის ჩვენებაზე იმყოფებოდა, რომელიც 12 მარტს გაიმართა. მსახიობს ძალიან გულრწფელი საუბრები ჰქონდა რუსულ პრესასთან, სადაც მან ასეთი განცხადება გააკეთა, როდესაც მას ვენსენ კასელთან 14 წლიანი ურთიერთობა შეახსენეს: - " «Любовь не исчезает, ის აგრძელებს არსებობას, ოღონდ სხვა ფორმით. შეუძლებელია დაივიწყო ადამიანმა ის, როდესაც ირჩევ და მასთან გარკვეული წლების მანძილზე ბედნიერი ხარ. პატივი უნდა ვცეთ იმ დროს", - აცხადებს 49 წლის მონიკა ბელუჩი. 461 11-ს მოსწონს 4-ს არა
|