სხვა მსოფლიოს ყველაზე უცნაური წიგნი 2014, 13 მარტი, 13:49 1970-იანი წლების მიწურულს შეიქმნა იტალიელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ლუიჯი სერაფინის წიგნი სახელწოდებით "სერაფინის კოდექსი" (Codex Seraphinianus). იგი შედგება 360 გვერდის, 2 ნაწილისა და 11 თავისგან.
"სერაფინის" კოდექსი ითვლება უცნობი, ფანტასტიური სამყაროს ერთგვარ ვიზუალურ ენციკლოპედიად. მაგრამ მთავარი მისი "უჩვეულობა" მდგომარობს იმაში, რომ ნაწარმოები დაწერილია ყველასათვის უცნობ ენაზე. მასში გამოყენებული დამწერლობა არც ერთ დღემდე ცნობილ დამწერლობას არ ემთხვევა. თითოეულ გვერდზე გამოსახულია რაიმე უცნობი ობიექტი, მოვლენა ან ქმედება, ქვემოთ კი მათი "ახსნაა" მოცემული, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ახსნის წაკითხვა შეუძლებელია. და მაინც, ისმის კითხვა, რისთვის დაწერა ეს წიგნი სერაფინმა, თუ მის წაკითხვას ვერავინ შეძლებდა? ბევრის აზრით ავტორი უბრალოდ შეშლილი იყო, ზოგი კი ამას ნარკოტიკს აბრალებს. გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, სერაფინის ეს ნაშრომი შთაგონებულია ვოინიჩის გაუშიფრავი მანუსკრიპტით (1404-1438 წწ.), რომელიც ასევე უცნობ ენაზეა დაწერილი და მისი ტექსტი დღემდე გამოუცნობია. კოდექსი პირველად გამოიცა 1981 წელს, 2 ტომად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ გამოცემად იქცა. 2006 წელს იტალიაში "სერაფინის კოდექსის" ახალი გამოცემა გამოვიდა, რომელიც შედარებით იაფი, 89 ევრო ღირდა. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს აღნიშნული წიგნიდან. 692 7-ს მოსწონს |
არ ვიცი დღეს ხალხი ბევრ უაზრობაში ხარჯავს ფულს