სისხლის სამართალი სიკვდილმისჯილი ამერიკელი 30 წელი ტყუილად იჯდა ციხეში 2014, 13 მარტი, 10:49 ლუიზიანის სასამართლომ გააუქმა სიკვდილის სასჯელი, რომელიც მისჯილი ჰქონდა 64 წლის აფროამერიკელ გლენ ფორდს, განაჩენი ეჭვმიტანილს 1983 წელს გამოუტანეს მსაჯულთა საბჭომ, რომლებიც თეთრკანიანები იყვნენ. ფორდი სიკვდილმისჯილთა საკანში 1988 წლის აგვისტოში ჩასვეს. მას ბრალად ედებოდა 56 წლის იუველირის ისიდორ როზმანის მკვლელობა, ვისთანაც იგი პერიოდულად მუშაობდა.თუმცა 30 წლის შემდეგ, როგორც იქნა დადგინდა, რომ დანაშაულის დროს იგი იქ საერთოდ არ იმყოფებოდა. ფორდი გახდა ერთ-ერთი რეკორდსმენი ა.შ.შ-ს ისტორიაში, ადამიანი, რომელიც 30 წელი ელოდებოდა სიკვდილით დასჯას და საბოლოოდ განთავისუფლდა. ციხის დატოვებისას გლენმა განაცხადა:" იგრძნო თავი თავისუფალი რომ ხარ შეუფასებელი გრძნობაა." მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, აგრეთვე ფორდი ყველაზე ძალიან იმაზე წუხდა, რომ ვერ ხედავდა, როგორ იზრდებოდა მისი შვილი. ფორდი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ბედმა და ადამიანებმა უმტყუნეს:"30 წელი ეს მთელი ცხოვრებაა, მე შემეძლო ეს დაკარგული დრო დაკავებული ვყოფილიყავი საქმით 35-40 წლის ასაკში, ჩემი ვაჟი, მაშინ ჩვილი იყო, ახლა იგი ზრდასრული შვილებიანი მამაკაცია." მთელი ამ ხნის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ფორდის უდანაშაულობა, ამერიკულ პრესაშიც დრო და დრო ქვეყნდებოდა ის დეფექტები, რაც ფორდის საქმეს ახლდა. 1-მკვლელობის იარაღი არ იქნა ნაპოვნი;2-ფორდი ეჭვმიტანილად სცნეს ქალის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც შემდეგ აღიარა, რომ იცრუა;3- სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატები გამოუცდელები იყვნენ მკვლელობის საქმის წარმოებაში.4-აფროამერიკილი გააასამართლეს თეთრკანიანმა მსაჯულებმა(შავკანიანი ერთიც არ ერია), მათ მოითხოვეს ფორდის სიკვდილით დასჯა. კონპენსაციის სახით გლენ ფორდს დაენიშნა ყოველწლიურად 25 000$, აგრეთვე გადაეცემა 80 000$ ''დაკარგული ცხოვრების შესაძლებლობის" გამო. 213 3-ს მოსწონს
|