პროფილაქტიკა რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი 2014, 12 მარტი, 17:12 ადამიანთა უმრავლესობა, ყოველ დილას ფინჯანი ყავით, ან ჩაით იწყებს. მათგან ნაწილს, წარმოუდგენლად მიაჩნია დღე ყავის გარეშე, ნაწილი კი, ჩაის ამჯობინებს. ამჯერად, ჩაიზე, კონკრეტულად კი, მწვანე ჩაისა და მის დადებით ზემოქმედებაზე ვისაუბრებთ.
როგორც შავი, ისე მწვანე ჩაი, ერთი და იმავე ნედლეულისგან მზადდება, მაგრამ გამოიყენება სხვადსახვა ტექნოლოგია. იმდენად, რამდენადაც მწვანე ჩაი ექვემდებარება ნაკლებ გადამუშავებას, ის ინარჩუნებს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე.
მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები, უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ბუდისტი მონარქები, მწვანე ჩაის სამკურნალო მცენარის სახით იყენებდნენ. ასევე, აქტიურად მიმართავდნენ მას ჩინეთსა და ინდოეთში, ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად. მწვანე ჩაი, ეფექტურად ებრძვის რადიაციულ დაავადებებს, ის არის ათეოსკლეროზის, გულის დაავადებების, თავის ტვინის სისხლძარღვების პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალება. მწვანე ჩაის მიღება, ასევე რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. მასში შემავალი ნივთიერებები ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას, სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების, რევმატიზმს დროს. აგრეთვე, იგი ახდენს სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციას, იცავს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რითაც აჩერებს კბილების გაფუჭების პროცესს. ძალიან ეფექტურია მწვანე ჩაის მიღება მაშინ, თუ დღის გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, ან ხანგრძლივად გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა. იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმა მაქსიმალურად შეითვისოს მწვანე ჩაიში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება, აუცილებელია გავითვალოსწინოთ, რომ მივიღოთ იგი უშაქროდ, ხოლო თუ, ვერ ვსვამთ სიტკბოს გარეშე, დავუმატოთ ცოტაოდენი თაფლი. რეკომენდირებულია, დღეში არანაკლებ სამი ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება. გთავაზობთ, მწვანე ჩაის სწორი მომზადების წესს: 1.ერთ ჭიქა წყალში მოვათავსოთ ნახევარი ჩ/კ ჩაი. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 გრადუსს. ჩაის წყალი უნდა დავასხათ სამ ეტაპად: თავიდან ჭიქის მესამედი ივსება წყლით, 1-2 წუთის შემდეგ – ნახევარი და კიდევ 2 წუთის შემდეგ - ¾. 2. დავაყენოთ 2 წუთის განმავლობაში. 3. ნახევარის ჭიქის დალევის შემდეგ, დარჩენილ ჩაის დავუმატოთ მდუღარე წყალი. ვაქციოთ მწვანე ჩაი, ჩვენი ჯანსაღი კვების განუყოფელ ნაწილად. იგი, მუდამ ენერგიით და სასარგებლო ნივთიერებებით აგვავსებს. 4319 5-ს მოსწონს |
სხვათAშორის ყველაზე ეფექტურია მათთვის ვისაც წონის პრობლემ აქვს