x
ქართველთა ავტოქტონობა კავკასიაში

image





















ამიერკავკასიაში ქართველთა ავტოქტონობას ქართველ ტომთა
სახელწოდებების ისტორიულ-გეოგრაფიული ანალიზიც ადასტურებს.დღეს ისტორიკოსების აზრით,
მაგალითად, ქართლის ტომი საიდანღაც მოსული კი არ არის არამედ, აქვე კავკასიის გეოგრაფიულ
არეზე წარმოქმნილი ქვეყანაა, ისევე, როგორც ეგრისი და სხვა.



არქეოლოგიური ფაქტებით მტკიცდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი მუდმივად ცხოვრობდა
კაცობრიობის დასაბამიდან.აქ განვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი წყვეტილი არ შეინიშნება.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ ტომის შემოღწევას და ადგილობრივ მოსახლეობაში
ასიმილაციას უთუოდ ექნებოდა ადგილი. ბევრი ბერძენი ისტორიკოსი
ქართველებს ესპანეთში მცხოვრებ იბერიელებს უკავშირებდა.ასევე ქართველების წარმომავლობას
ხშირად ბიბლიურ პერსონაჟებს უკავშირებდნენ.ძველი ქართველი ისტორიკოსებიც ქართველებს
ბიბლიური ნოეს მესამე შვილის იაფეტის შთამომავლებად თვლიდნენ.უძველეს ქართულ საისტორიო
თხზულებაში -„მოქცევაი ქართლისაი“-ს ქრონიკაში კი მოთხრობილია საქართველოს ტერიტორიაზე
ქართველთა გადმოსახლება არიან ქართლიდან.



მკვდარი ენების შესწავლის მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა კავკასიური ენების სხვა ენათა
ოჯახებთან დაკავშირება.ამიტომ წარმოიქმნა ვარაუდი, რომ კავკასიური და წინარე ინდოევროპული
მკვდარი ენები ერთი წარმომავლობისანი იყვნენ.



ცნობილმა ენათმეცნიერმა ნიკო მარმა, რომელიც წარმოშობით გურიიდან იყო, ბასკების ქვეყანაში
მოგზაურობისას, იმდენი სიახლოვე დაინახა ბასკურ და გურიის ცხოვრების წესს შორის, რომ
თავის ნაშრომს მან უწოდა „მოგზაურობა პირენეის გურიაში“.მაგრამ ეს ჰიპოთეზა სათანადო
დასაბუთებას მოითხოვდა.მეცნიერულად სწორი დასკვნის გამოსატანად ენათმეცნიერებმა უნდა
შეძლონ და აღადგინონ ის თავდაპირველი ენები, რომელთა დაშლითა და განვითარებით წარმოიქმნა
თანამედროვე ენები.დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველური ენები: ქართლური, მეგრულ-ჭანური
და სვანური ერთი ძირიდან, საერთო ქართველურიდან მოდიან.



ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულში ჩრდილოეთის სტეპებიდან „ყორღანული კულტურის“ მატარებელი ტომები შემოიჭრნენ.როგორც ჩანს ისინი
ერთხანს „მტკვარ-არაქსის კულტურის“მატარებელ ტომებთან თანაარსებობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს
არ გაგრძელებულა.ახალმოსულებმა აითვისეს ადგილობრივი კულტურა და თვითონაც მოახდინეს
გავლენა ცხოვრების ადგილობრივ წესზე, დაკრძალვის რიტუალზე და ენაზეც.



ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულის შუა ხანებში დაშლას იწყებს ქართულ-ზანური ერთობა.ზანურ(ანუ
მეგრული, კოლხური) ენოვანი ეთნოსი თანდათან
დასავლეთ საქართველოში ვრცელდება და ავიწროებს სვანურენოვან მოსახლეობას, რომელიც ჩრდილოეთით,
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებს იკავებს.ზანური(კოლხური) ენის მატარებელი
ეთნიკური ჯგუფი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს და სამხრეთით მდებარე მხარეებს იკავებს.


ქართულ-ზანური ერთობის დაშლის შემდეგ დარჩენილ დიალექტზე
შეიქმა ქართული ენა, რომლის მატარებელი ეთნოსი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში
და მიმდებარე მხარეების მიწა წყალზე ვრცელდება.უფრო გვიან ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების
შემდეგ, ქართული ენა იქცა ამ ახლადშექმნილი ქართული სამეფოს სახლმწიფო ენად რომელმაც შემდგმომ თავისი გავლენა
გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც.



ამრიგად ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულიდან ქართველური სახელმწიფროებრივი გაერთიანებები
იქმნება.

0
340
2-ს მოსწონს
ავტორი:ალ პაჩინო
ალ პაჩინო
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0