პროფილაქტიკა იმუნიტეტის გაძლიერების მარტივი და ეფექტური გზა 2014, 12 მარტი, 1:16
ძლიერი იმუნიტეტი, ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. მისი საშუალებით, ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს. იმუნიტეტის წყარო, უმთავრესად ხილი და ბოსტნეულია. ორგანიზმის დამცავი ძალები, განსაკუთრებით ზამთარში სუსტდება, ამიტომ საჭიროა, შევარჩიოთ ისეთი საკვები, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება. ასევე ალბათ, ყველამ იცის, რომ გაზაფხულის სეზონზე, ხილი და ბოსტნეული ვიტამინებისგან შედარებით დაცლილია, ამიტომ საჭიროა, პერიოდულად დანამატის სახით მივიღოთ სხვადასხვა საშუალებები. გთავაზობთ, ერთ-ერთ უმარტივეს და ეფექტურ რეცეპტს იმუნიტეტის გასაძლიერებლად: წვრილად დაჭერით ნახევარი ლიმონი კანიანად, დაუმატეთ 7-8 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. ყოველივე ეს მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილაში, დაასხით ანადუღარი ცივი წყალი ისე, რომ ქილა აივსოს. ნარევი მოათავსეთ ბნელ ადგილას 4 დღით, შემდეგ კი, შედგით მაცივარში. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში ერთხელ, დილით ჭამამდე 20 წუთით ადრე. ამასთან, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს დღიურ მენიუში შემდეგი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, კივი, კომში, ბანანი, გოგრა, ვაშლისა და ქლიავის ჩირი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჭარხალი, სტაფილო, ისპანახი, მჟაუნა, სიმინდი, ბარდა, ლობიო, ბოლოკი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი. ჩამონათვალთაგან თითოეული, ვიტამინებითაა გაჯერებული და ძლიერი იმუნიტეტის საფუძველია. 2367 5-ს მოსწონს
|