x
image
beko777
უებარი საშუალება ჩიყვის სამკურნალოდ
imageდღევანდელ რეალობაში, სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობაში გავრცელებული დაავადებებიდან, ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა, ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიებია. აღნიშნულმა პათოლოგიებმა,

ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა, რაც უმეტესად ახალგაზრდა, შრომისუნარიან და რეპროდუქციული
(შვილოსნობის) ასაკის ადამიანებს უვითარდებათ. ამ დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. ისე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროსაც, დადებით ეფექტს იძლევა ჯანმრთელი კვება, იოდშემცველი პროდუქტების მიღება. თანამედროვე მედიცინაში, უკვე მრავალი საშუალება არსებობს ამ პათოლოგიებთან საბრძოლველად.

ამჯერად, გთავაზობთ ძალიან ეფექტურ და უებარ რეცეპტს, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სამკურნალოდ:

აურიეთ 3 - ლიტრიან ქილაში, თითო ჭიქა სტაფილოს, ჭარხლის, შავი ბოლოკის წვენები, 1 ჭიქა შემთბარი თაფლი და 1ლ არაყი. მიღებული მიქსტურა კარგად მოურიეთ, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ, ისე რომ არ შეანჯღრიოთ, ფრთხილად გადმოასხით ღია ფენა. ნაყენი მიიღეთ 30-30 გრ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


ელექსირის მოქმედების საოცარ შედეგს, ძალიან მალე შეიგრძნობთ.

7
10407
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
10407
  
2016, 9 იანვარი, 11:13
მადლობა
2016, 8 იანვარი, 22:28
ძალიან ძველი ინფორმაციაა, ამსი დამწერი ჟურნალისტი აღარ მუსაობს ჩვენთამ, მაინც ექიმს დაეკითხო სჯობს
2016, 8 იანვარი, 16:45
პირადად მე მაქვს პრობლემა . რომელი წყაროს მიხედვთ დადე ეს პოსტი და რამდენად სანდოა. გავაკეთო თუ არტა
2014, 2 ნოემბერი, 13:18
რაიყო ქალბატონო ტასოტა? ბიზნესი ხომ არ ჩაგიგდეთ?
2014, 22 მარტი, 14:30
შავი ბოლოკის ყიდვა შეგიძლიათ დიდ სავაჭრო ცენტრებში,ან თუნდაც ჩვეულებრივ ბაზარში,სადაც ბოსტნეულს ყიდულობთ. არაა რთული საშოვნელი.
2014, 22 მარტი, 5:47
შავი ბოლოკი სად უნდა ვიშოვოთ, იქნებ ესეც გვირჩიოთ?
2014, 16 მარტი, 20:52
ხალხნო მაინტერესებს ვინ გაწვდით ასეთ სისულელეებს თუ თქვენ იგონებთ, წარმოდგენა გააქვთ ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგიაზე?
0 1 7