მხატვრობა როგორ ჟღერს ბოსხის ნახატზე არსებული საიდუმლო ჯოჯოხეთური მელოდია 2014, 10 მარტი, 12:08 ახლახანს ხელოვნებათმცოდნეობაში გაკეთდა ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენა.საქმე ეხება ჰიერონიმუს ბოსხის " ტკბობის ბაღს" (1500-1510), რომლის "საიდუმლო მნიშვნელობის" შესახებ დავები დიდი ხანია მიმდინარეობს. ![]() ტრიპტიქის მარჯვენა ნაწილზე, სახელწოდებით "მუსიკალური ჯოჯოხეთი", გამოსახულია ცოდვილები, რომლებსაც მუსიკალური ინსტრუმენტებით აწამებენ. ოკლაჰომის ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ამელია ჰემრიკმა შეისწავლა მოცემული ნიმუში და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ "ცოდვილს" დუნდულებზე გამოსახული აქვს ნოტები. ![]() სტუდენტმა აღნიშნული ნოტები გააჟღერა, მოგვიანებით კი ორიგინალი მელოდიის არანჟირებული ვერსიაც გაჩნდა. ორიგინალი მელოდია: ესეც მისი არანჟირებული ვარიანტი: 273 2-ს მოსწონს
|