x
image
natia.a
დააკვირდით ფეხებს! - რას მალავს 1533 წელს შექმნილი ერთ-ერთი პირველი ოპტიკური ილუზია
image

ოპტიკურ ილუზიებზე ძალიან ბევრი იწერება, მათი ნახვა შეიძლება საყოფაცხოვრებო საგნებში, ტანსაცმელზე, ბუნებაში და რაღა თქმა უნდა, ფერწერაშიც. თუმცა მათ დასანახად ხშირად გონების (და არა მხოლოდ მხედველობის) დაძაბვაა საჭირო - სწორედ ეს აქცევს უბრალოდ ნახატს ოპტიკურ ილუზიად.


ქვემოთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ ილუზიაზე ვისუბრებთ. ეს არის გერმანელი ფერმწერის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის მიერ 1533 წელს შესრულებული ნახატი "ელჩები".


image



სურათზე ვხედავთ ორ მამაკაცს - საფრანგეთის ელჩი ლონდონში, ჟან დე დენტევილი და მისი მეგობარი - საფრანგეთის ელჩი ვენეციაში, ეპისკოპოსი ჟორჟ დე სელვი.


"სურათზე ასახულია მეცნიერი ადამიანები წიგნებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტების გარემოცვაში. ზედა თაროზე მოთავსებულია ცის გლობუსი, მზის საათი და დროის გაზომვისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტები. ქვედა თაროზე ვხედავთ ფლეიტას, ჰიმნების წიგნს, არითმეტიკის სახელმძღვანელოს და დედამიწის გლობუსს", — ასეთი ნახატის დეტალური აღწერა ლონდონის ეროვნული გალერეის (The National Gallery) ვებსაიტზე.


მაგრამ ყველაზე საინტერესო არის უცნაური, წაგრძელებული საგანი, რომელიც ფრანგი ელჩების ფეხებთან არის დახატული. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის ბამბუკის ჯოხი. თუმცა დეტალურად დაკვირვების შემდეგ სხვა რამის დანახვა ხდება შესაძლებელი.


თუ აღნიშნულ საეჭვო დეტალს მართი კუთხით შევხედავთ, შეიძლება ვერ მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ რაკურსის შეცვლის შემთხვევაში, ადვილად შევნიშნავთ მხატვრის ჩანაფიქრს – ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც ანამორფოზის სახელითაა ცნობილი. ანამორფოზა წარმოადგენს საგნის ფორმის განზრახ დამახინჯების ხერხს, რომლის დროსაც საგნის დანახვა მხოლოდ თავის ან გამოსახულების მდებარეობის შეცვლით არის შესაძლებელი.


image


გვერდიდან თუ შევხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ საგანი, რომელიც მართი კუთხით დანახვისას ჯოხი გვეგონა, სინამდვილეში თავის ქალაა.


აღნიშნული ილუზია ნათლად ჩანს ვიდეოში:




რისი თქმა უნდოდა ამით ავტორს? ეროვნული გალერეის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დამახინჯებული თავის ქალა განასახიერებს სიკვდილს. ჰანს გოლბეინ უმცროსის მინიშნება სრულიად გასაგებია: თუნდაც სწავლული იყოთ, ნუ გადავიწყდებათ, რომ ხართ მოკვდავი. მსგავსი მინიშნებები დღესაც ძალიან პოპულარულია და აღნიშნულ ხერხს ბევრი მხატვარი იყენებს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ თქვენ სურათზე ტბას ხედავთ, ესე იგი... - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული თავსატეხიimage


2. საქართველოს რომელი კურორტია სურათზე - ტესტიimage

3. უპასუხეთ 10 შეკითხვას და გაიგეთ, ქალის აზროვნება გაქვთ თუ მამაკაცისimage

4. ნახატები, რომელთა გამოც ავტორი სამშობლოდან გააძევეს - საოცრად დამაფიქრებელი ილუსტრაციები!image


5. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმაimage


6. რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის - დაფიქრებულხართ?image


7. რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორიაimage

4
2479
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2479
  
2019, 28 ივნისი, 20:44
https://www.youtube.com/watch?v=sNlgLSRZaos
2018, 15 ნოემბერი, 11:40
ბრავო!
2018, 24 აგვისტო, 10:10
რეკლამის შემდეგ ირთვება ავტომატურად. ან რეკლამის გამოტოვებას თუ დააწვებით მაშინაც ირთვება.
2018, 24 აგვისტო, 10:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4