x
image
worldsport.ge
ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა

imageქართველმა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ლიბანის ჩემპიონატში მე-2 მატჩი ჩაატარა და “ჩემპვილის” თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა ამჯერად, იგი შეუცვლელად (!) ათამაშა.
ცინცაძე 40 წუთს “ტადამონის” წინააღმდეგ გაისარჯა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ქართველმა უკანახაზელმა 3 შეცდომა დაუშვა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 გახლდათ.
ამ უკანასკნელ კომპონენტში ცინცაძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ სერბ ვლადან ვუკოსავლიევიჩს ჩამორჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
“ჩემპვილს” 3 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და 10-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ცინცაძის კლუბი შემდეგ შეხვედრას 11 მარტს ბეირუთში სომხების მიერ დაარსებულ “ჰომენეტმენთან” ჩაატარებს.

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0