x
image
worldsport.ge
სანაძის “სან დიეგო” მეოთხედფინალში დამარცხდა

imageაშშ-ს სტუდენტური ლიგის ვესთ ქოუსთის დივიზიონის მეოთხედფინალში დუდა სანაძის “სან დიეგოტორეროსი” ლას ვეგასში “სან ფრანცისკოს” გაეჯიბრა და 60:69 წააგო.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრაში სანაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მან საპლეიოფო მატჩში ასპარეზობაც მოახერხა.

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0