x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსი სუპერ ალფონსი:ქორწინების თაღლითი



image თაღლითმა დიმიტრი ფლოროვმა წიგნი რომ დაწეროს თავის თავგადასავლის შესახებ, ალბათ ბესტელერი გახდებოდა, მან სულ რაღაც ერთ კვირაში მოასწრო და თავბრუ დაახვია რამდენიმე ყურადღების გარეშე დარჩენილ ქალს და რაც მთავარია მათ საკმაოდ მსხვილი თანხაც "აახია".

როდესაც თაღლითის მსხვერპლნი "იხსნიდნენ ვარდისფერ სათვალეს", უკვე გვიანი იყო, ალფონსი ამ დროისთვის უკვე უგზო-უკვლოდ აორთქლილი იყო.ამჟამად ქალების გარდა ფლოროვით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ, მას ეძებენ, თაღლითმა მოასწრო "მოღვაწეობა"სვერდოვსკში, ვორონეჟში, ბელგოროდში, კურსკში, მოსკოვის ილქში და ბოლოს კრასნოდარამდეც მიაღწია.


პროფესიონალი ფსიქოლოგი(ლომონოსოვი მაგ განხრით დაამთავრა) ქალებს მარტივი, მაგრამ კარგად შემუშავებული გეგმით "აბავდა", ჰპიდებოდა ოქროს მთებს...შემდეგ იყო ყვავილები, საჩუქრები, სითბო და ყურადღება, თამაში ემოციებზე, მერე კი უცებ, ცოტა ხნით, საწრაფოდ დასჭირდებოდა ფული, "სესხულობდა" მსხვერპლისგან და შემდეგ უკვალოდ ქრებოდა.თუმცა მისი უკანასკნელი მსხვერპლი, ყუბანელი ლუდმილა გრომოვა ყველაზე მეტად დაზარალდა:მას თაღლითმა 1, 3 მილიონი რუბლი(დაახლოებით 40 000$) აწაპნა, თანაც ქალმა მისგან ბავშვიც გააჩინა.ამჟამად ლუდმილა ჩვილთან და კიდევ ორ შვილთან ერთად, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს კრასნოდარის გარეუბანში, ნაქირავებ პატარა ქოხში ცხოვრობს.

ლუდმილა ერთ დღეს გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა, თავიდან მხოლოდ ვირტუალურ პოკერს თამაშობდა, შემდეგ კი გოგონამ ერთი მამაკაცი გაიცნო საიტზე, ის მუდმივად სწერდა წერილებს, ამბობდა, რომ ცხოვრობს პეტერბურში, ხოლო მამამისი ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის მფლობელია.შემდეგ უკვე ტელეფონითაც საუბრობდნენ ერთმანეთში.


მალე ლუდმილა ყუბანში გადასახლდა, იგი ბინის ყიდვას აპირებდა, როგორც კი გაიგო ამის შესახებ მამაკაცმა რომ ქალი უძრავი ქონების ყიდვას აპირებდა, მაშინვე ჩავიდა კრასნოდარში და სტუმრად მიადგა."ძვირფასი ავტომობილით მოვიდა, ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში გაჩერდა, -იხსენებს ლუდმილა–იგი იშვიათად მოდიოდა ჩემთან, თუმცა მალევე მთხოვა, რომ ერთად გვეცხოვრა, ბინა გვეყიდა მოსკოვის მახლობლად.მე უკვე დიდი ხანია მის მიმართ სიმპატია მქონდა, აიღო ჩემი პასპორტის ასლი, ფული და გაემგზავრა ბინის საყიდლად".image

მათ მართლაც რამდენიმე თვე ერთად იცხოვრეს ლობნოში, თუმცა ფლოროვი ქალს არც "მდიდარ მშობლებს" აცნობდა და არც "ახალ ნაყიდ ბინას" აჩვენებდა, მალე თაღლითი საერთოდ აორთქლდა, ხოლო ლუდმილა ისევ უკან სამხრეთში გაემგზავრა.

რა მეთოდით არჩევდა დამნაშავე მსხვერპლს, სამართალდამცავებისთვისაც გაურკვეველია, როგორც გაირკვა ფლოროვი მსგავსი თაღლითობისთვის 2008 წელს იჯდა ციხეში მორიგი "საცოლის" გადაგდებისთვის.















0
75
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0