სხვა მსოფლიო შეძრა თვითმფრინავის გაუჩინარებამ, რომელშიც 239 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა 2014, 8 მარტი, 18:58 აზიის ერთ - ერთი ყველაზე უმსხვილესი ავია კომპანია მალაიზიის ავიახაზები დაკარგულ თვითმფრინავს ეძებს.რადარებიდან აფრენიდან ორ საათში ბოინგმა კავშირი გაწყვიტა.
საავიაქციო ექსპერტის კრის იეიტის განცხადებით, ამჟამად თვითმფრინავს საკმარისი საწვავი არ ექნება და სავარაუდოდ მალევე უნდა მოხდეს შეტყობინება იმის შესახებ, თუ რა მოხდა?
14 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოინგ 777 - მა, რომელშიც 239 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მალაიზიის აეროპორტი დატოვა და სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიაზე უგზოუკვლოდ გაქრა.თვითმფრინავი მალაიზიიდან მიფრინავდა და მალაიზიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის არანაირი კვალი და ნიშანი არ არსებობს დაკარგული ბოინგის შესახებ.
ორმხრივად მიმდინარეობს გამოძიება. არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, საქმე გვქონდეს ტერორიზმთან. Kuala Lumpur International Airport - ის ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე 14 ქვეყნის მოქალაქე : ძირითადად ვიეტნამელები, ჩინელები, უკრაინელები, რუსები, ოთხი ამერიკელი და ორი კანადელი მოქალაქე იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ბოინგი მხედველობის არიდან აფრენიდან ორ საათში ზღვის თავზე გაქრა და ზღვაში ჩავარდა.( თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება ). კატასტროფის სავარაოდო ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ზღვაში ორი სამაშველო გემი გააგზავნა ჩინეთმაც.თვითმფრინავი რეისს მალაიზიის დედაქალაქიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა.ბორტზე მყოფი მგზავრების ახლობლები და ოჯახის წევრები ახალი ინფორმაციის მოლოდინში აეროპორტში ამ დრომდე რჩებიან, 1030 18-ს მოსწონს 1-ს არა
|