პოლიტიკა რუსი ფაშისტების მსვლელობა ყირიმში:მათ უკრაინული წიგნები დაწვეს 2014, 7 მარტი, 23:53 რუსულმა სათვიტომომ გამართა ანტიუკრაინული მსვლელობა ყირიმში ჩირაღდნებით ხელში, ისინი საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, მათ წვავდნენ უკრაინული ისტორიის და კულტურის ძეგლებს და წიგნებს. "რუსების მსვლელობა ცეცხლის თანხლებით, წიგნების დაწვა, იაროსლავ გაშეკიც კი არ მოეწონათ რატომღაც ნაცისტებს, ფიზიკის სახელმძღვანელო?ფიზიკა რიღასთვის???ფაშიზმი მყარად მოაბიჯებს უკრაინის მიწაზე-ყირიმში"-აღნიშნავს პოსტის ავტორი. ეს უკვე იყო ისტორიაში.ფაშიზმი ცოცხლობს დეპუტატმა რეგიონალური პარტიიდან ვადიმ კოლესნიჩენკომ აღშფოთება გამოხატა ჩირაღდნებით მსვლელობაზე, მან აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს ქსენოფობიურ განწყობას და ნეონაცისტური იდეების გაღვივებას."ეს დემოკრატია არაა, ეს ძალზე სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოსათვის, იმიტომ, რომ ლოზუნგები, რომლებიც იქ გაჟღერდა, მიუღებელია XXI საუკუნის კულტურის ხალხისთვის", დეპუტატის განცხადებით, უკრაინისთვის სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს "პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალიზაცია, ფაშიზმიზაცია". 72 4-ს მოსწონს
|