სხვა 2 წლის ბავშვი თავით მაკრატელზე დაეგო. 2014, 7 მარტი, 21:58 ბავშვი სახლში დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა და "ალიაქოთია". თვალსა და ხელს შუა დაგისხლტებიან და ფათერაკებში გახვევაც წამში შეუძლიათ, ამიტომაც მოგვიწოდებენ რომ რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შევუქმნათ პატარებს, სადაც მოახერხებენ ყოველგვარი ტრაგედიის გარეშე იცელქონ და დახარჯონ თავიანთი ზღვა ენერგია. დღევანდელი სტატია, რომელიც დასავლეთ ჩინეთში მცხოვრებ 2 წლის Wang Jierong-ზეა, სასიხარულო ფაქტით ნამდვილად არ შემოიფარგლება. ვანგმა სახლში მაგიდიდან უჩუმრად აიღო მაკრატელი და სირბილის დროს, როდესაც წაიქცა, მარჯვენა თვალის მიმდებარე ადგილას, თავით მასზე დაეგო. მომხდარით შოკირებულმა მშობლებმა ვანგი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. განცვიფრებულმა ექიმებმა მხოლოდ რენდგენისა და დაკვირვების შემდეგ მოახდინეს ოპერაციის ჩატარება, რამაც წარმატებით ჩაიარა და ვანგის მდგომარეობაც სტაბილურად ჩათვალეს, რადგან მაკრატელი სასიცოცხლო ფუნქციისთვის საჭირო ორგანოებსა და ქსოვილებს საბედნიეროდ არ შეხებია და არც მომავალში შეახსენებს თავს პატარას მომხდარი ტრავმა.
394 16-ს მოსწონს
|