მარიამ ჯოლოგუა მაყურებელმა სერიალ “შუა ქალაქიდან" გაიცნო. მარიამი დახვეწილი გემოვნებითა და ჩაცმის სტილით გამოირჩევა. როგორც თავად ამბობს არასოდეს ათვალიერებს მოდის ჟურნალებს და მხოლოდ იმ სამოსით იმოსება რაც უხდება და მოსწონს. მარიამს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, როგორც თავად ამბობს ოჯახი მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებაა: - საკმარისად ვჩანვარ მაყურებლისთვის, ყველა როლში ჩემს ნაწილს ვდებ და ცხოვრების დიდ დროს მაყურებულს ვუძღვნი. მათთვის სულის ნაწილს ვიღებ და, თუ რა ხდება ჩემს სახლში, ეს მხოლოდ ჩემი და იმ ადამიანების საქმეა, ვინც ამ სახლში ცხოვრობენ. არავინ მიკრძალავს პირად თემებზე საუბარს, უბრალოდ თვითონ არ მინდა.არც ჩემი და არც ჩემი ქმრის ცხოვრებაში დასამალი არაფერია, რისი თქმაც არ შეიძლება. უბრალოდ ეს არის ხელშეუხებელი თემა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება- აცხადებს მარიამ ჯოლოგუა.