სხვა ბრედ პიტი ანჯელინასა და მისი დაავადების შესახებ საუბრობს 2014, 6 მარტი, 23:21 სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2007 წელს ანჯელინა ჯოლის დედა მარშელინ ბერტრანი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარი ანჯელინასთვის იმდენად მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ ონკოფობიით დაავადდა. კერძოდ, მას სტანჯავდა დეპრესია და სიმსივნის პანიკური შიში. მსახიობი ირწმუნებოდა, რომ მასაც იგივე სიმპტომები აწუხებდა, რასაც დედამისი დიაგნოზის დადგენამდე უჩიოდა. აი რას გვიამბობს ბრედ პიტი ანჯელინასა და მისი დაავადების შესახებ: - ჩემი მეუღლე ავად გახდა. ის მუდამ ნერვიულობდა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად დაძაბული იყო. 15 კილოგრამი დაიკლო და 35 წლის ასაკში 40 კილოგრამს იწონიდა. იმედგაცრუებული გამუდმებით ტიროდა. ძალიან გახდა. ანჯელინას აღარაფერი ახარებდა. სტანჯავდა უძილობა. ჩვენი ურთიერთობა კი ზღვარზე იყო. ვხედავდი მისი სილამაზე თვალსა და ხელს შუა როგორ ქრებოდა. მოხრილი დადიოდა და თვალები მთლიანად ამოღამებული ჰქონდა. თავის მოვლაც კი აღარ სურდა. უარს ამბობდა რეჟისორთა ნებისმიერ შემოთავაზებაზე, აბსოლუტურად ყველა როლზე. იმედი დავკარგე. მეგონა, რომ მალე დავშორდებოდით, თუმცა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო მოქმედება და არ დავნებებულიყავი, მე ხომ ღმერთმა მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი მარგუნა. ის არის ქალი, რომელიც უამრავი მამაკაცისა თუ ქალის იდეალია მაშინ, როდესაც მე საშუალება მაქვს ნებისმიერ დროს მოვეხვიო და ყოველ ღამით მის გვერდით დავიძინო. დავიწყე მისი განებივრება კომპლიმენტებით, კოცნებით, ყვავილებით. ვუკეთებდი სიურპრიზებს და ვცდილობდი ყოველი წუთი გამეხალისებინა მისთვის. საზოგადოებაში, მეგობრებთან სულ მასზე ვსაუბრობდი, ვაქებდი. ყველა თემა მის გარშემო ტრიალებდა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ანჯელინა გაიფურჩქნა. იმაზე კიდევ უკეთესი გახდა ვიდრე იყო. ნელ-ნელა დაიწყო წონაში მომატება. ისე აღარ ნერვიულობს, როგორც აქამდე. იმაზე მეტად შემიყვარა ვიდრე ვუყვარდი. არც კი მეგონა საერთოდ ასეთი სიყვარული თუ შეეძლო. 297 9-ს მოსწონს
|