სხვა ყველაფერი გაივლის... 2014, 22 თებერვალი, 20:52 ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით ძვ.წ 1000 წელს ისრაელში მეფობდა სიბრძნით განთქმული მეფე სოლომონი. მიუხედავად უკიდეგანო სიბრძნისა მისი ცხოვრება არ იყო მშვიდი, რის გამოც სოლომონმა რჩევისთვის მიმართა სასახლის კარის ბრძენს: – ამ ცხოვრებაში აღარაფერი მახარებს. უამრავ რამეს შეუძლია გამომიყვანოს წყობილებიდან, ამიყოლიოს ვნებებმა, რაც ძალიან მირთულებს ცხოვრებას. – ნუ მოიწყენ მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – გაიკეთე ეს ბეჭედი და აღარასდროს მოიხსნა. ზედ ამოტვიფრულია სიტყვები: "ყველაფერი გაივლის" და როდესაც დიდი მრისხანება, მწუხარება ან სიხარული გეწვევა დახედე ბეჭედს, ის მუდამ გამოგაფხიზლებს. მეფე სოლომონმა ბეჭედი გაიკეთა და თან მრავალი წელი ატარა. მწუხარების ჟამს, როდესაც დახედავდა მას ხვდებოდა, რომ ნებისმიერი გაჭირვება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე თავს ატყდება დროებითია, ბედნიერების ჟამს კი ბეჭედი შეახსენებდა ხოლმე, რომ ამქვეყნად არც სიხარულია მარადიული. ერთხელაც ისრაელს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ცუდი მოსავლის გამო გამეფდა შიმშილობა, რომელმაც მძიმე გაჭირვებაში ჩააგდო ქალები და ბავშვები, სახელმწიფო ჯარი კი, რომელიც ისრაელის საზღვრებს იცავდა მთლიანად დაშლამდე მიიყვანა. განსაცდელმა მეტისმეტად დიდხანს გასტანა, რამაც მეფე საბოლოოდ შეაძრწუნა და დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. განრისხებულმა სოლომონმა ბეჭედი მოიხსნა და გადაგდება დაუპირა, როდესაც ბეჭდის შიგნით შენიშნა წარწერა: "და ესეც გაივლის". სოლომონმა ბეჭედი კვლავ თითზე გაიკეთა. ლეგენდის თანახმად, ბეჭდის გარე მხარეს ამოტვიფრული იყო სიტყვები: "ყველაფერი გაივლის...", – ხოლო შიდა მხარეს: "და ესეც გაივლის..." პ.ს. ყველას გისურვებთ მხნეობას, იმედსა და გამძლეობას ცხოვრების გზაზე. 2583 11-ს მოსწონს |
ხუმრობა იქეთ და მხ0ლოდ მისი იგავების წაკიხვაა საკმარისი ადამიანმა მიხვდე რაა მორალი,ზნეობა და ადამიანობა.ხშირად ვკითხულობ ხოლმე სიამოვნებით
ისე ექნებოდა სოლომონს სადარდებელი 700 ცოლი და 300 ხარჭა ყავდა და ხო წარმოგიდნენია რამდენი სიდედრი და ცოლისდა ეყოლებოდა?:)))))))))))))))))))))))))