სხვა ჟანა ფრისკემ უარი განაცხადა ოპერაციაზე და მოითხოვა თანხა ავადმყოფ ბავშვებს ჩაურიცხონ 2014, 6 მარტი, 19:01 ცნობილმა რუსმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ჟამა ფრისკემ საზოგადოება კიდევ ერთხელ განაცვიფრა, მან უარი განაცხადა ოპერაციაზე, ხოლო შეგროვილი თანხა მოითხოვა მთლიანად ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხონ. 39 წლის მომღერალს კარგად ესმის მისი მდგომარეობა, გააცნობიერა მძიმე შედეგი და სახიფათო გადაწყვეტილება, თუმცა მან უარი თქვა ოპერაციაზე-მეოთხე სტადიის თავის სიმსივნის ამოკვეთაზე, იგი ქიმიოთერაპიის საშუალებით იბრძოლებს, ამასთანავე არაა იმის გარანტია, რომ ოპერაცია დადებით შედეგს მოიტანს. ამის შესახებ ჟანას მამამ ვლადიმერმა განაცხადა, მთლიანი თანხა, რომელიც "პირველმა არხმა" და "რუსფონდმა" შეაგროვა გადარიცხული იქნება ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის. ამასთანავე მანვე აღნიშნა, რომ მის ქალიშვილს დიდი შანსი აქვს, რომ გამოჯანმრთელდეს, ამის იმედს ამერიკელი ექიმები იძლევიან, ჟანა საწოლზეა მიჯაჭვული და ხანდახან ძლიერი თავის ტკივილები სტანჯავს, რომელსაც თანამედროვე პრეპარატებით უყუჩებენ. პოპ-ვარსკვლავი მადლობას უხდის ყველას იმ სიკეთისთვის და გულმოწყალებისთვის, ვინც ახლოს მიიტანა გულთან მისი მძიმე მდგომარეობა და გადაწყვიტეს მას დახმარებოდნენ. 1862 6-ს მოსწონს
|