x
image
beko777
ჯანმრთელობის 10 მცნება
image* პატივი ეც სხეულს შენსას, როგორც სიცოცხლის უდიადეს გამოვლინებას.

* უარჰყავ ყოველგვარი არაბუნებრივი, უსიცოცხლო საჭმელი და ამგზნებელი სასმელი.

* ჰკვებე სხეული შენი მხოლოდ ბუნებრივი, გადაუმუშავებელი პროდუქტებით.

* მოახმარე წლები საკუთარი ჯანმრთელობისადმი ერთგულ და უანგარო სამსახურს.


* გაიჯანსაღე ტანი მოქმედებისა და დასვენების თანაზომიერი მონაცვლეობით.

* განიწმინდე უჯრედები, ქსოვილი და სისხლი სუფთა ჰაერითა და მზის სხივებით.

* უარჰყავ ყოველგვარი საჭმელი, როცა შენი გონება და სხეული უქეიფობას გრძნობს.

* იქონიე აზრები, სიტყვები და ემოციები წმინდად, მშვიდად და ამაღლებულად.

* ნიადაგ აღიმაღლე ცოდნა ბუნების კანონებისა, აქციე ეს შენი ცხოვრების დევიზად, სიხარულად აქციე შრომა.

* დაემორჩილე ბუნების კანონებს. ჯანმრთელობა შენი უფლებაა, ისარგებლე ამ უფლებით!





0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0