x
image
beko777
როგორ დავამარცხოთ ჭარბი წონა



imageჭარბი წონის მთავარი მიზეზი, არასწორი კვება, ფიზიკური
ვარჯიშის უგულველყოფა და ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების მჯდომარე წესია. არანორმალურ შემთხვევებში, შეინიშნება სხვადასხვა
ჯირკვლებისა და ორგანოების ფუნქციების დარღვევა. როგორც წესი, არაფერი ისე იოლად არ
იკურნება, როგორც სიმსუქნე.



ძალიან ეფექტურია და სწრაფ შედეგს იძლევა ვაშლის დიეტა.
კერძოდ, 10 დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ ვაშლის წვენი-დღეში 2 ლიტრი (გავანაწილოთ
მთელი დღის განმავლობაში). ვაშლი უნდა იყოს აუცილებლად სახლის პირობებში დაწურული(წვენსაწურში
გამოწურული და არა ნაყიდი ნატურალური წვენი) და ნუ შევინახავთ მას მაცივარში. ამ დიეტის დროს, არაა საჭირო არანაირი შეზღუდვები, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი.

შედარებით მეტ ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ ასევე სწრაფ შედეგამდე მივყავართ ხილის სრულ დიეტას.
5-7-10-14 დღის მანძილზე (არანაკლებ 5 დღისა) მივიღოთ სხვადასხვა ხილი, მხოლოდ აუცილებლად
სეზონური და მწიფე. შემოუსვლელი და მკვახე ხილის ნაყოფი, არანაირ შედეგს არ იძლევა.
ასეთი რეჟიმი გაიმეორეთ თვეში ერთხელ.

და ის რაც, აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ გვსურს, რომ
მუდამ ფორმაში ვიყოთ:

* აუცილებლად ჩართეთ თქვენს ცხოვრებაში ფიზიკური ვარჯიში.

* ძალიან დაგეხმარებათ კვირაში 2-ჯერ ინგლისურმარილიანი
ცხელი აბაზანა.

* ყოველდღე ისეირნეთ ფეხით 3-5 კმ. რაც მეტს გაივლით, მით
უკეთესი.

* დალიეთ წყალი მაშინ, როცა გწყურიათ. ნურც უარს იტყვით
მასზე და ნურც ჭარბად მიიღებთ.

* მაქსიმალურად თქვით უარი ყავაზე და ალკოჰოლზე.




0
466
6-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0