x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კისრის ქვემოთ პარალიზებული სნაიპერი, რომელიც ცეცხლს შაშხანიდან ენით ისვრის.
image



გაიცანით, ეს გახლავთ 53 წლის Vic Morris-ი, რომელიც კისრის ქვემოთ სრულიად პარალიზებულია, თუმცა სპეციალური მოწყობილობის წყალობით მას შეუძლია დაკავდეს საყვარელი ჰობით და კვლავ იყოს სნაიპერი, თუმცა ცეცხლს შაშხანიდან ისვრის არა თითებით, არამედ ენით.



ქალაქ Aberaeron-ში მცხოვრები Vic Morris-ი საერთაშორისო სროლებში იყო ლიდერი. სროლა 12 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო შეჯიბრებებში კი მონაწილეობა 15 წლიდან მიიღო და 10 წლის განმავლობაში ჩემპიონატებში უელსს წარმოადგენდა. თუმცა მისი წარმატებული ცხოვრება ერთმა უბედურმა შემთხვევამ დაასრულა, ვიკმა მოედანზე რაგბის თამაშის დროს მიიღო ძლიერი ტრავმა, რამაც განაპირობა მისი სრული პარალიზება კისრის ქვემოთ და აი უკვე 24 წელიწადია იგი ხეიბართა ეტლს მიჯაჭვულია, თუმცა მეტყველების უნარი გააჩნია.



"პირველ რიგში სასოწარკვეთილი ვიყავი მომხდარის გამო, ხოლო ის ფაქტიც, რომ ხელში ვეღარასოდეს ავიღებდი იარაღს, მთრგუნავდა. მიჭირდა რაღა თქმა უნდა ამ აზრთან და ბედთან შეგუება, თუმცა მადლობა მათ ვინც ამ ოცნების განხორციელებაში დამეხმარნენ და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შემიძლია დავეუფლო ჰობს"- ამბობს ვიკი.



image
image


0
68
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0