სხვა 5 თვის ჩვილი დეიდამ გაგუდვისგან იხსნა. 2014, 28 თებერვალი, 21:02 შემთხვევა ფლორიდის შტატში ხუთშაბათს, 14:30 საათზე «Dolphin Expressway»-ის ავტომაგისტრალზე მოხდა. მოულოდნელად გაჩერდა ავტომობილი და შეშინებული 37 წლის, ვინმე Pamela Rauseo დახმარების ყვირილით გადმოვიდა 5 თვის დისშვილ Sebastian de la Cruz-თან ერთად. ჩვილს მოულოდნელად ასფიქსია დაემართა და მძღოლი იძულებული იყო 57-ე "ავენიუს" 836-ე მაგისტრალზე შეეჩერებინა მართვა.
![]() როგორც გაირკვა ჩვილი ნაადრევად დაბადებულა და მას ქრონიკულად ჰქონდა სუნთქვის დათრგუნვა და მოულოდნელი ასფიქსიის მიზეზიც სწორედ ეს იყო. მაიამის მოსახლე, 34 წლის ვინმე Lucila Godoy-მ კი საკუთარი 3 წლის შვილი მიატოვა ტრანსპორტში და მაშინვე მაშველის დარგში აღმოჩნდა. ჩვილი დეიდამ და ლუსიამ ხელოვნური სუნთქვის შედეგად კრიზული მდგომარეობიდან გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა ისევ გაუარესდა და მათ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარეს. ![]() შემთხვევის ადგილზე მილიციის თანამშრომლები- კაპიტანი Anthony Trim, ლეიტენანტი Alvaro Tonanez, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და პირველი დახმარების სპეციალისტებიც მალევე მივიდნენ. ![]() ბავშვს ფილტვი გაეხსნა და შეძლო კვლავ ესუნთქა. მომხდარიდან რამოდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანილი სებასტიანი თავს უკვე კარგად გრძნობდა დეიდის წყალობით. ![]() ![]() 3281 24-ს მოსწონს
|